შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისინი მიფრინავენ შორს...


22-11-2017, 19:29
ავტორი crazy girl sofi
ნანახია 1 688

დღემდე არ არსებულს მივსდევ,
ისევ წვიმაში და ქარში
ალბათ..
"კასის" ვერასდროს ვიპოვი ბარში
ან,
ვინმე ქალში..
ისევ, იგივე პრობლემები და საფრთხე,
არ მინდა ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი,
ეს "ჩიტი" დაფრთხე..
მე ისევ გამიგდებენ ჭორს,
ახლოს ვერ ვირჩევ სამიზნეს და ისევ დავეძებ შორს,
თანასწორს,
მას ვინც დილით ჩემს პიჯაკს მოიცვამს,
შიშველ სხეულზე და მეტყვის: ასე სჯობს!
ჩარლზ- არ დანებდე დროს...
ალბათ სიგიჟეა..
ჩემი დაფიქრება შენს მიმართ
და ის რომ ზოგჯერ,
სულ სხვა სივრცეებში შევდივართ.
ერთმანეთს,
რაღაც სიგიჟე წერილებს ვწერთ,
თუმცა..
ბოლოს ვაფუჭებთ და მაინც
ყველაფერს ვწყვეტთ..
და ზუსტად ახლა,
უფრო კონკრეტულად ამ წამს,
მე ვგრძნობ,
რომ რაღაც "მაგიჟებს" და უფრო მეტიც "დამწვავს"..
მაგრამ ვნახავ,
რატომაც არა - მე ხომ სულ ვრისკავდი დღემდე,
მე "ნამდვილი" ვარ,
შეხედე - უბრალოდ გენდე..
ისი'ნი მიფრინავენ შორს,
სადღაც..
"თბილ ქვეყნებში" შორს.
და ამას მხოლოდ ის ხედავს,
ვინც იცის, რა ფასი აქვს -დროს..
არა მარტო - "ჩიტუნები",
იქნებ..
მეც გავურბი "ომს,"
რადგან "თბილ ქვეყნებში ვეძებ"
იქნებ,
ხმა მაინც გამაგონოს...
ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.
არ შეგეკითხები,
რა გსურს?
მაინც, არ დამიგდებ ყურს
უბრალოდ ხელი-
მომეცი ხელში,
მერე მე ვიცი სულ.
თუ კი ამინდები ცივია,
- მე გაგითბობ სულს,
მხოლოდ,
ეს არ შემიძლია,
- მე უფრო მეტი მსურს...
ისევ შეცდომების ზღვარზე, ისევ ბარიერის პირისპირ,
მე ახლოს მინდა მოსვლა
თუმცა,
შენ არ მაძლევ შანსებს..
თუკი სურვილები გვაქვს,
რატომ ვაკეთებთ, პირიქით?!
ვფიქრობ, ბრმა ვარ?!
და'ნახვა მარტო, შეუძლიათ ბავშვებს...?!
არა-საკმარისია გრძნობა ალბათ,
ან საერთოდ არც-კი.
მე წავალ..
დავტოვებ ინტრიგას - დაფიქრებას გაცდი..
და მინდა მენდო!
და ნურაფერს, ნუღარ იზამ ხათრით,
თუ რამე გინდა "ჩიტებმა" იციან,
- ჩემი მისამართი...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

და მაინც რა არის სიყვარული თუ არა.,
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent