თვალებს უჩვეულო სევდა მოეძალათ...
თვალებს უჩვეულო სევდა მოეძალა, ღაწვებს ვეფერები დანამულს. შენი ჭრილობისთვის მსურდა მომეარა, მიწას მივაბიჯებ დანაღმულს. გარეთ სიბნელეა, გზები ამერია, გული დაიწრიტა სისხლისგან. ყველგან სიცივეა, ყველგან სისველეა, უკვე ხედვა მიჭირს ნისლისგან. მზეა უსასოო, ღრუბლებს შეეფარა. ყინულს მივაბჯინე თითები. ისევ შემეშინდა, ისევ შემეშალა, ისევ გადავთელე ტიტები. შენი არსებობა ჩემსას შევაფარდე, ხელში შენი გული მიჭირავს. გრძნობის ულაყები ვეღარ შევამაგრე, ჰოდა, გავუშვი და მიფრინავს. მორჩა ახლა უკვე სუნთქვა შემიძლია , მაკრავს პოეზიის სარტყელი. შენი მონატრებით მიწა შემიძვრია, ტუჩებს მორევიათ სათქმელი: დროო უნაპირო, აღარ მებრალები! ღაწვებს ვეფერები დანამულს. გწამდეს მიყვარხარ და ცამდე მეძალები, ცრემლსაც ვერ გაკადრებ ბანალურს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.