უშენობით
უშენობით ფიქრებსაც წაეყინათ თითები, თითქოს სიომ აზრებსაც აუშალა სათავე ახლა ისე მწყურიხარ არვის არ ვედარები, ფანტაზიამ შენ ლანდთან მოიგლოვა სამარე. ნაცნობ ქუჩებს მარტოკამ მივაკოთხო როგორ მე, ვშიშობ მკითხონ ამბავი გაგრძელება ზაფხულის, არა, მე ხომ მორცხვი ვარ ვერ გავბედავ ფიქრსაც კი და დავრჩები ოთახში, თუნდაც იყოს ზამთრამდე. მოიწყურეს თვალებმა შენი მზერის სიწრფელე, დილას ტუჩსაც შეაშრა წვიმის ნამი უგემოდ იქნებ გარდავიცვალო მალე, დაზამთრებამდე გაზაფხულზე დარდებმაც იქნებ გადაიზამთრონ. მერე მოხვალ მომიტან ვარდებს მეწამულისფერს, ცრემლთან ერთად დამაფრქვევ გულზე გადაქანცულზე, გამაცოცხლებს თვალები, ჩემს ნახვას რომ ნატრობენ და შემოგხვევ ჩემ მკლავებს, უშენოდ რომ იტირეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.