შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ გამიშვი ხელი...


1-02-2018, 21:29
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 776

შენ გამიშვი ხელი,
კვლავ ჩამოწვა ბნელი
წვიმაში ვარ სველი,
უსასრულოდ გელი...

მოდი ჩემთან ახლოს,
სხვამ ხელი არ გახლოს
სიყვარულით მთვრალი,
ამერია კვალი...

მეშინია დაკარგვის,
შენი გულის განკარგვის
ისევ შენი თვალები,
ვერსად ვერ ვემალები...

დამეკარგა სიმშვიდე,
სული ვერ დავიმშვიდე
შენთან მოდის ფიქრები,
აბა როგორ ვიქნები?


თითქოს სხვაგან გაფრინდი
და სხვის გულში ჩაფრინდი
ჩემი გულიც წაიღე,
შენ კი ეს ვერ გაიგე...

შენ ცხოვრება წამართვი
,შენი მონა დამარქვი
გულმა დარდი ატარა,
აღარ მინდა ატანა...

ისევ მხედავს მთვარე,
ვარსკვლავებიც ვთვალე
ისევ დარდი,დუმილი
ისევ სევდა,წუხილი

ისევ ცრემლი,ტკივილი
შუაღამეს ყვირილი
უკან მოდის ექო
და მეძახის სდექო

სული აღარ ბრძენდება,
ჩემი გული სველდება
და ცეცხლი არ ნელდება,
უსასრულოდ გრძელდება...



№1  offline წევრი sweetgirl

მწერალი ქალი
ძალიან მომეწონა რითმა განსაკუთრებით:*

❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ბელა

ვაუ რითმა კარგია აზრიც რომ უკეთ იყოს დალაგებული კარგი იქნებოდა

 


№3  offline წევრი sweetgirl

სტუმარი ბელა
ვაუ რითმა კარგია აზრიც რომ უკეთ იყოს დალაგებული კარგი იქნებოდა

Ritmas upro mivaqcie yuradgeba da imito :d gamovasworeb shemdegshi <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

დამეკარგა სიმშვიდე,
სული ვერ დავიმშვიდე
შენთან მოდის ფიქრები,
აბა როგორ ვიქნები?

დამეკარგა სიმშვიდე,
სული ვერ დავიმშვიდე
შენთან მოდის ფიქრები,
აბა როგორ ვიქნები?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent