შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქტომბერია...


5-02-2018, 23:42
ნანახია 1 769

ოქტომბერია...
დღესაც ვიხსენებ
შენს გამოჩენას…
ოქტომბერია და
ისევ ისე ვგრძნობ
რომ მჭირდები...
თითქოს დასრულდა,
თითქოს დამთავრდა,
მაგრამ წარსული
არსად არ გაქრა...
ოქტომბერია...
ისევ წვიმა წვეთავს
დროგამოშვებით...
ისევ სიცივეა
არა ფიზიკური,
ისევ სულიერი
ყინვა დამიბრუნდა...
კანში ვერ ვეტევი,
მიჭირს შეგუება...
ნუთუ ყველაფერი
ასე დასრულდება?!
შემოდგომაა,
კერძოდ ოქტომბერი
და დღეს ძველებურად
ისევ შენთან მინდა...
არა ნუ იფიქრებ ისევ,
რომ მიყვარხარ
ეს ხომ სიცრუეა,
გრძნობა დასამარდა!!
ისევ შენთან მინდა,
კერძოდ ჩემს ფიქრებთან
უფრო ზუსტად
ალბათ ოცნებებთან...
ისევ სიცივეა,
ისევ უშენობა,
ისევ ტკივილი და
ისევ მარტოობა...

პ.ს.
ღრმად შენახულ და დამტვერილ გრძნობებს მივაგენი თითქოს... როგორ არანორმალურად მიყვარდი... თუმცა რატომ მიყვარდი?! განა სიყვარულზე წარსულ დროში საუბრობენ?! ჰო... მიუხედავად იმისა რომ შენი დანახვაც არ მინდა მაინც მიყვარხაარ ჩემში ჩაკლული გრძნობებით... მკვდარი გრძნობებით სიყვარულიც არსებობს თურმე... რა სიგიჟეა... რამდენი რამის თქმა მინდა შენთვის... ალბათ ოდესმე მოვიკრებ ძალას და კითხვებზე პასუხსაც ვიპოვი...
წვერებიანო... და მაინც რატომ?!
ჩვენი ბიბლიოთეკა აღარ იარსებებს ჩვენი ოცნების სახლში...
აღარც ჩვენი პატარა, შავთვალება გოგონა...
ეხლა აღარ უნდა გიხსენებდე...
ან აქ რატომ ვწერ?! განა ნახავ ოდესმე?!
ალბათ ამიტომაც ვარ ამდენად თამამი...
მაპატიე...



№1 სტუმარი სტუმარი თამო

სულ ვფიქრობდი რო ამ ლექსების მიღმა იყო რაღაც ისეთი რაც შენ გეხებოდა რომ უბრალოდ ლექსი არ იყო.ალბათ არ ვცდები ხო?მინდა რო ყველაფერი კარგად გქონდეს ჩემო კარგო შენინლექსები ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი l,m not sick

ეგაა რაა ეგააა
ახლა უნდა გითხრააა,რომმ მე შენი მესმისს.რააატომ?
იმიტომ,რომ მეც მასე ვარ...მხოლოდ მოგონებებიი შემომრძაა.
იცი მართალიხარ,სიყვარულზე წარსულ დროში არ უნდა საუბრობდნენ.არა!
სიგიჟეა ეს ყველაფერი
არ უნდა მიყვარდე,მაგრამ....
და მაინც არც მე ვიციი ამ ყველაფერს აქ რატომ ვწერ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველა და ყველაფერი მოგონებებს რომ გვიშლის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent