გუშინ თვალი გავაყოლე, დღეს კი მზერა ჩავაყოლე ხვალ ხელს ვკიდებ კაბის კიდეს ავუყვებით ერთად კიბეს. ზეგ საწოლში ვინებივრებთ, მაზეგ ვნებას გავიხშირებთ, კვირის დღეებს გადავითვლით, წლები გავა ასე მითვლით. სადაც გვინდა იქით წავალთ, თუნდაც სამყაროდან გავალთ ეს დაიწყო აყოლებით, თვალის თვალზე გაყოლებით.
გაივლის წლები, უშფოთველი ლამაზი წლები, რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრში ნელ-ნელა გავა და ამ წლებს უკან თან გაჰყვება მოგონებები, რომლის ნაწილიც ამ გულიდან არასდროს წავა.