შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეტყვი რომ...


9-02-2018, 15:29
ავტორი Noar
ნანახია 1 589

ნუ მეტყვი რომ ოცნებები არასოდეს არ ახდება,
ნუ მეტყვი რომ ეს გრძნობები დაიმარხა სამუდამოდ,
და ის გრძნობის ჭიდილები, რაც სულს შენთვის გადახდება,
გულში უნდა დავუმარხო... თავის ხატი დავუმალო.

ნუ მეტყვი რომ არ გიყვარვარ, ილუზიებს ვეტმასნები,
ან და კიდევ თავს ვიტყუებ, ხარ უბრალო გატაცება,
როს მზის სხივი ანათებდა, ამ გულს შენგან გაციებულს,
მე მაგ თმების სურნელება, სულ ტყუილად მახარებდა.

ნუ მეტყვი რომ იმედები ფუჭია და სასაცილო,
გთხოვ, ეგ მაინც დამიტოვე, იქნებ, მაგით ვიარსებო,
დრო მომეცი გავიაზრო, რომ ფიქრები გავაცილო,
და ნელნელა დავივიწყო ის წუთები საოცნებო.

ნუ მეტყვი. რომ დრო არ კურნავს, ძველ ჭრილობებს არ აშუშებს,
რომ ცხოვრება ერთი დიდი უხეირო თამაშია,
აიღებს და გულის გრძნობებს საქვეყნოზე გააშუქებს,
მერე გტანჯავს, გაწამებს და მისი ხიბლიც ამაშია.

ნუ მეტყვი რომ არც სიკვდილი არ მოუღებს ამას ბოლოს,
ნუ მეტყვი რომ რო მოვკვდები ისევ ესე მეყვარები,
რომ სიკვდილმა შუაღამეს მიწას მიმცეს, გამასწოროს,
იქაც მომელანდებიან, შორეთიდან ეგ თვალები.

ნუ მეტყვი რომ ჯოჯოხეთის კიდესთანაც შენ დამხვდები,
ნუ მეტყვი რომ იქაც შენხარ სატანჯველად მოვლენილი,
როს დემონთა სატანჯველი, საწამებელი გავხდები,
შენი სული კვლავ უარმყოფს, ედემიდან განდევნილი.

ნუ მეტყვი რომ არ გიყვარვარ, ჩუმად წადი საოცნებოვ,
ნუ მეტყვი რომ ეს სამყარო, ჩვენი აროდეს იქნება,
ნება მიეც სულს არ მოკვდეს, თუმც ტყუილად იოცნებოს,
ეულია, სუსტია და რა ვქნა, ვიღაც სულ სჭირდება...



№2  offline წევრი Noar

მწერალი ქალი
ემოციებით სავსე ლექსი იყო...ახლოსაა ჩემთან


მადლობა :) ნამდვილად დავიცალე ემოციებისგან მისი დაწერის შემდეგ :)

 


№3  offline მოდერი bla.ell

"ნუ მეტყვი. რომ დრო არ კურნავს, ძველ ჭრილობებს არ აშუშებს,
რომ ცხოვრება ერთი დიდი უხეირო თამაშია,
აიღებს და გულის გრძნობებს საქვეყნოზე გააშუქებს,
მერე გტანჯავს, გაწამებს და მისი ხიბლიც ამაშია. " ეს ყვეკაზე განსაკუთრებულად კარგი იყო❤❤საინტერესოდ და კარგად წერ ჩემო კარგო,ლექსებსაც კარგად რითმავ❤❤❤ბრავო მშვენიერია..

 


№4  offline წევრი Noar

bla.ell
"ნუ მეტყვი. რომ დრო არ კურნავს, ძველ ჭრილობებს არ აშუშებს,
რომ ცხოვრება ერთი დიდი უხეირო თამაშია,
აიღებს და გულის გრძნობებს საქვეყნოზე გააშუქებს,
მერე გტანჯავს, გაწამებს და მისი ხიბლიც ამაშია. " ეს ყვეკაზე განსაკუთრებულად კარგი იყო❤❤საინტერესოდ და კარგად წერ ჩემო კარგო,ლექსებსაც კარგად რითმავ❤❤❤ბრავო მშვენიერია..



ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის, მიხარია თუ ჩემმა რითმებმა თავი მოგაწონათ, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent