შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული ღამის ღამეულ ფიქრებს...


10-02-2018, 14:42
ნანახია 1 342

თებერვლის დილას შეადნა ღამე,
როგორც წამწამებს ადნება ფიფქი,
მე უშენობა ისე ვიწამე,
წუთებსაც კიდევ წამებით ვითვლი.
წახვედი, კარგო, ისე წახვედი,
როგორც მერცხლები მიდიან სამხრეთს,
ოჰ, როგორ მახსოვს თავს რომ მახვევდი,
ცაში გაფრენის მონაგონ ამბებს.
თებერვლის დილას არ უყვარს ფიფქი,
თებერვალს, კარგო, ჭირდება სითბო
და მეც არმინდა, არმინდა ფიქრი,
რომ შეწყალებას ტყუილად ვითხოვ.
შიშველ ხეებში ისევ წამებით
განაწამები კრთება ლანდები,
დროის ეშმაკნი გამახარებენ,
წამში წამებად რომ მელანდები.
მიმაქანებენ შორს იალქნებით
სევდის უპირო ოკეანეში
შტორმად აყრილი დანაბარები —
რომ ჩემთანა ხარ ამ ცივ ღამეში.
ისევ სიღრმეში მითრევს ცდუნება
(მე უდროო დროს დამიტირებენ),
ღამეს ჩააცხრობს თოვლით ბუნება,
ეშმაკნი ცივად ჩაიცინებენ.
დროს უკუღმართად დაატრიალებს,
ის უშენობა, მე რომ ვიწამე
და კვლავ ფურცლებში ააბრიალებს
ღამეულ ფიქრებს ეული ღამე.
~ბ.ბ.~



მწერალი ქალი
ძალიან ლამაზი ლექსია...

მადლობა დიდი <3
--------------------
~ბ.ბ.~

 


№2  offline წევრი Noar

კარგი ლექსია :) ლამაზი და ემოციებით სავსე :)

 


Noar
კარგი ლექსია :) ლამაზი და ემოციებით სავსე :)

მადლობაა <3
--------------------
~ბ.ბ.~

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

თებერვლის დილას შეადნა ღამე,
როგორც წამწამებს ადნება ფიფქი,
მე უშენობა ისე ვიწამე,
წუთებსაც კიდევ წამებით ვითვლი.

 


№5  offline მოდერი bla.ell

როგორი ემოციური იყოheart_eyesმონეწონა ძალიან კარგია პოეტო❤❤❤

 


bla.ell
როგორი ემოციური იყოheart_eyesმონეწონა ძალიან კარგია პოეტო❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent