შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეკნი დავკარგე, ხალხო, ბობოლა!

12-02-2018, 00:14
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 503

წინ მელის ჯვარი შემკული ეკლით,
უკან სიკვდილი და სიმარტოვე,
მინდა იცოდეთ, ასე რომ ეტრფით,
ის ნეკნი გუშინ ობლად დავტოვე..

აღარ ვარ კრავი მინდვრად მტირალი,
და არც მელა ვარ მდგომი მახესთან,
ჩემი სულისთვის დაკლული კრავი,
წაბორძიკდა და კარში გახევდა.

გამოვიარე გზები გვირილის,
მირტყეს კისერზე ხმელი პალმები,
არ დავანებე ენას ყვირილი,
არ დავანებე დუშმანს ალმები.

მარგალიტივით დავრჩი ობოლი,
ჩემი სიმართლე ჯერაც მოგორავს,
სული დავკარგე თანაც როგორი,
ნეკნი დავკარგე, ხალხო, ბობოლა!

ო, რა დიდია ფერდში ტკივილი,
გული განიცდის, გული აჰყვება..
განა რას მარგებს მხოლოდ ჩივილი,
ან სხვას ვის ვთხოვო ჩემი თანხლება?!

დავეხეტები როგორც დასჯილი,
გუშინ ჩემ მკერდზე ღამეს ათევდა,
ღამენათევი, სევდით აჭრილი,
და მაინც კაცი.. მივალ ხატებთან.

ვაჩვენებ დედას შეხსნილ ჭრილობებს,
ხელს გამომიწვდის და მეამება,
მაგრამ ახალ ნეკნს ვინღა მიბოძებს,
ნეტა კი ღირდა ამდენ წამებად?!

მდის ოხშივარი როგორც ხაფანგი,
მაგრამ შემცვლელი მაინც არა სჩანს,
არ გამივიდა ხერხი და ფანდი,
ნუთუ წავიდა.. ვეღარ გადარჩა..

იპოვის ვინმე უღვთო.. ცბიერი,
და ღმერთმა იცის ვისთან დააგდებს,
და მერე ვიღაც გულისხმიერი,
დაიტოვებს და აღარ გააგდებს..

არ მაქვს საფასე გამოსასყიდი,
ღმერთო ძლიერო.. თვალში დაბნელდა,
გთხოვ, მაპოვნინე, არა ნაყიდი,
არა.. იმას გთხოვ თან რომ დამდევდა..

წინ ჯოჯოხეთი მომელის ექვსგზის,
უკან სიკვდილი და სიმარტოვე,
დავკარგე ნეკნი, როგორ არ გესმით,
რას გაიგებენ, მარტო დამტოვეს..

მიხუთავს სუნთქვას სიცხე საჰარის,
ქვიშაში თეთრი ძვლები კაშკაშებს,
და მეჩვენება, თითქოს აქ არის,
საწამებელიც მე რომ მაშარჟებს...

№1  offline წევრი ანუშირვანი

რა კარგია :* ემოციებითა და გრძნობებით დატვირთული

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანუშირვანი
რა კარგია :* ემოციებითა და გრძნობებით დატვირთული

ძალიან დიდი მადლობა ასეთი ტკბილი შეფასებისთვის, ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა )

№3 სტუმარი სტუმარი Lea

გამიხარდა შენი სიახლის ხილვა)) როგორც ყოველთვის ამაღელვებელი და შეუდარებელია. ყოჩაღი ხარ!;-)

№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
გამიხარდა შენი სიახლის ხილვა)) როგორც ყოველთვის ამაღელვებელი და შეუდარებელია. ყოჩაღი ხარ!;-)

უღრმესი მადლობა blush მეც გამიხარდა შენი ხილვა heart_eyes

№5  offline წევრი მარიტაა

მმმ იდეალურია ^_^ გრძნობებით დატვირთული ^_^ მშვენივრად შეგიძლია მანიპულირების მოხდენა <3

№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მარიტაა
მმმ იდეალურია ^_^ გრძნობებით დატვირთული ^_^ მშვენივრად შეგიძლია მანიპულირების მოხდენა <3

გაიხარე, ო, მანიპულირება ალბათ ერთადერთი რამაა, თუ ლექსებს არ ჩავთვლით, რაც შემიძლია laughing

№7  offline წევრი მარიტაა

ლაზარე 13
მარიტაა
მმმ იდეალურია ^_^ გრძნობებით დატვირთული ^_^ მშვენივრად შეგიძლია მანიპულირების მოხდენა <3

გაიხარე, ო, მანიპულირება ალბათ ერთადერთი რამაა, თუ ლექსებს არ ჩავთვლით, რაც შემიძლია laughing

ჰოო? საინტერესოა, ამავდროულად ძალიან კარგიც )

№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მარიტაა
ლაზარე 13
მარიტაა
მმმ იდეალურია ^_^ გრძნობებით დატვირთული ^_^ მშვენივრად შეგიძლია მანიპულირების მოხდენა <3

გაიხარე, ო, მანიპულირება ალბათ ერთადერთი რამაა, თუ ლექსებს არ ჩავთვლით, რაც შემიძლია laughing

ჰოო? საინტერესოა, ამავდროულად ძალიან კარგიც )

მოდი, არ გვინდა ისეთი ღრმააზროვანი კომპლიმენტები, რომელსაც საიტის ფორმატში ვერ გავწვდებით laughing თუმცა მაინც სასიამოვნო იყო

№9  offline წევრი მარიტაა

:)))))

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე რა კარგი ხარ

№11  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
ლაზარე რა კარგი ხარ

აბა ამისთანა მკითხველს ეღალატება? )

№12  offline მოდერი bla.ell

ჰმ...ამ ბოლო დროს სხვანაირად წერ...მომწონს❤❤❤

№13  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ჰმ...ამ ბოლო დროს სხვანაირად წერ...მომწონს❤❤❤

ჰმ.. ამ ბოლო დროს გამირბიხარ.. გრძნობათა აფეთქებას ხომ არ უნდა ველოდო? heart_eyes ვცდილობ, ამისთანა ლამაზმანისთვის, პროფილზე რომ გიყენია ღირს ახალ საფეხურზე გადასვლა laughing

№14  offline წევრი yalbi gmiri

კარგი რა ასეთი მაგარი ლექსები თავში როგორ მოგდის laughing ? ძაან მაგარი ლექსია ზოგისთვის უაზრო ზოგისთვის განსაკუთრებული როგორც სხვა შენი ლექსები smile ჩემი მეგობრებისთვისაა უაზრო stuck_out_tongue_winking_eye

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent