მარიამ
ჩემო ძვირფასო მარიამ, ხან მიწვიმს და ხან დარია, სულის განწმენდა მინდოდა, ცას ვეღარ ვხედავ მთვარიანს სიბნელე სიღრმეს ეძებდა ჩემში შიში, რომ ენახა, ჩემი ტკივილი და შვება, ორივე მხოლოდ შენახარ. როს ავიღებდი გულიდან გრძნობებს ზეცაზე გაჭიმულს ლაჟვარდოვანი სამყარო გულს არ დატოვებს გაყინულს, შენი სუნთქვა და სურნელი უკვდავი ფიქრის მხარეა, როცა სიტყვა მაქვს უთქმელი, ჩემი გამგები მთვარეა. სიცოცხლე ქარიშხალია, ჩვენ კი გზას ვირჩევთ ომშია ზოგის ადგილი ველზეა, ზოგი კი დღემდე ზურგშია თუ დავეცემი ავდგები, ჩემო ძვირფასო მარიამ, ვიცი, რომ შენი ხილვით მე ამეხილება თვალია. ჩემი სულის ხარ ნაწილი, მარადიული რწმენა ხარ სიტყვა არ არის ადვილი, თითქოს შენ ბედისწერახარ, ჯვარს, რომ ვიწერდი ხატებთან გულს გამიქარვდა ჯავრია, რადგან მახსოვდი მხოლოდ შენ, ვხედავდი წმინდა მარიამს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.