მიქარულ ტუჩებზე..
კვლავ შენი არსებით ამევსო პროფილი, არადა ავსტრიულ კონტრასტებს ვეცადე, ღვინო და ქალები.. მრავალის ძმობილნი, მაკლია წლებია ბინდების ცრეცამდე, დავტოვე ტაეპში გრძნობათა ხაფანგი, როგორც სიმფონიის მეხუთე აკორდი, მივწვები ვარდების ფურცლებზე ნაბანგი, და გადამეშლება ბულბულთა ნაკორტნი.. ჩაჰბერავს ბულბული ვარდების სითეთრეს, და ბროწეულივით გადაგკრავს სიწითლე, რომ შენს ხატებასთან სიზმარში ვიცელქებ, ეს ტკბობა ლოყებსაც ღაწვამდე მიწითლებს.. ჩამოვშლი ტიტების ძოწისფერ საბურველს, შეგიპყრობ ტირიფის ნატიფი თითებით, რასაც გავაზღაპრებ.. ქარცეცხლში ვაურვებ, იმისგან მეზღაპრეთ დარჩებათ მითები. მიქარულ ტუჩებზე მეხვევა სურნელი, სურნელი შტორმის და გრძნობათა ქაოსის, შეერწყა თაფლუჭებს მოშავო კუნელი, და ჩამოეძინა ვნებებით დაოსილს.. აალდნენ გრძნობები ნიმფების ტრამალზე, და შენ კი ნიშატი სიცოცხლის, თავნება, თვით პირველყოფილი უღვთო სილამაზე, რძისა და თაფლუჭის აუზში ჩადნება... შევუშვერ პირსახეს ვარდისწყლის შადრევნებს, და ამედევნება სურნელი მუშამბის, ის მთვარის ქალღმერთი ჩვენ რომ აგვადევნეს, აყვავდა გზნებისგან ბინდისფერ ქუშამდის.. წყაროდან ამოვალ, როგორაც პრომეთე, ღვთაებრივ განბანილს მზე მკერდზე მექნება, ის მიწას რომელზეც მსურდი და მომენდე, შემოაყვავილებს მტევნების შეხება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.