სიყვარულის ტაძარი
თვალები მწვანე ... თმების ფერი - გიშრისებრ შავი, შუაღამის ოთხზე (გამთენიოს) ტაძართან მოვალ. იერით როგორც უშიშარი მებრძოლი ქალი, მოგიტან ღიმილს და დროს გამცდარ იმედთა გროვას. ქალი რომელიც თეთრ ოცნებებს ულმობლად კლავდა, ქალი რომელიც მარიტასებრ ცოცხლად აწამეს. ერთი შეხედვით ბავშვობაში ჩარჩენილს გავდა და ბავშვურ მზერას ღვთის ღალატი უმალ დასწამეს. მეცმება ტანზე ატმისფერი, ფრიალა კაბა, თმებს გავიშლი რომ თავისუფლად შევძლო გაფრენა. თუ ვერ დავრჩები შენს მზერაში უბიწო ბავშვად, აზრსაც დაკარგავს ჩემი მხრიდან მიწად დარჩენა. ვიღიმი დღემდე (ბაგეებით... მზერით... გრძნობებით...) მახსოვს რომ გული ამ ღიმილის ნაცვლად ‘მომყიდე’... ჩვენ ახლოს ვართ და ყოველ დილას ისე ვშორდებით რომ ვერასოდეს ვერ გავბედავ შენთან მოვიდე. შუაღამის ოთხზე (გამთენიოს) ეზოში ტაძრის, თუ ვერ შემნიშნე შენს ღალატსაც ნუღარ დამწამებ. იქნებ შეშინდა ჩემს თვალებში გამქრალი ბავშვი, ან იქნებ ცრემლი მოერიათ გიშრის წამწამებს. თვალები მწვანე, გულში შენ და გარეთ სითეთრე, (ისე თოვს ახლა ბავშვურობას ვეღარ დავმალავ.) როგორც წლების წინ ხელს გავშლი და დღესაც ვიმღერებ რომ დაგეძებ და ვერ გპოულობ - ნეტავ სადა ხარ. ნარნარით მოვალ გამთენიოს (ღამის ლანდივით), ვფიქრობ შეგნიშნავ და ჩემს სულში განმეორდები. წყეულიმც იყოს ჭრილობები ნაკერგახსნილნი შუაღამის ოთხზე ტაძრის გვერდით დაგელოდები!.. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.