ნოარი
ფიქრებს წაიღებს ქარი ოცნების და სადღაც იქით გული მოკვდება, ყრუდ ხმა ჩამესმის მკვდართა ბოდვების, მოვკვდები... როგორც ჩემი ოცნება... წყვდიადში ჩემსკენ მოჰქრის მხედარი, მზე თავს წამოწევს... აჰა აისიც, რაც მიცოცხლია, მორჩა ეგ არი, წამიც და დადგა ჩემი დაისიც... ზეცას ავხედავ ფიქრებს შევცქერი, ცის ტახტრევანზე დაიდეს ბინა, ციდან წამოვა თოვლის ნამქერი და არვინ მელის არც იქ, არც შინა... ცრემლი წამოვა თვალისგან ერთი, განა კი ვწუხვარ არა, უბრალოდ... ვიცი არასდროს შემხედავს ღმერთი და არ დამინდობს... ბედო მუხთალო... ბედო მუხთალო არმინდა გესმის!?... წამიც და სულმა ლეში დატოვა, ფოთლის შრიალი ჩამესმის ვერხვის, სულ სიბნელეა და მეც მარტო ვარ... მწარე სიჩუმე... ხმა იწყებს ბოხი, შემოაცალეთ ტყავი სამპირი, ათასჯერ დაჰკართ მაგ ცოდვილს ჯოხი, მკვლელია, ქურდი, თუ გინდ ვამპირი. სულს სტკივა ხორცი, მერე ხორცდება, ათასჯერ ვნახე ჩემი წამება, ერთი გადამკრავს ას ჯოხს მორჩება, მტკივა... სიმწრისგან ენაც დამება... მეორე იწყებს, რიგში დგას სამი, საათს ვუყურებ წუთი გასულა, აღარ შემომრჩა გრძნობები ლამის, ის ბოხ ხმიანი, სადღაც წასულა... ვიწვი თან ვტირი, და ხმები სულთა, კივილის ყურში ჩამესმის ექოდ, ერთი დამსჯელი არ იჯდა უქმად, უნდოდათ, ბატონს კარგად რომ ექო... სამი წუთია უკვე თორმეტის, სამ საუკუნედ ვიხილე მე კი, ღმერთსა ვთხოვ გულით, სიკვდილს მოველი... ან რა გაცინებს სიკვდილო შენ კი... ვიცი, ცოდვილის ეს არის ბედი, კი ვინანიებ პოეტი ვიყავ... სულით ეული, ბოროტი, ყბედი, დამსაჯე შენც ჰაა, რაც გინდა მიყავ... ეული ვიყავ და მშურდა სხვისი, დავეცი, ჰოო და დავკარგე რწმენა, ანდა მითხარი მერწმუნა ვისი, იმდენი მქონდა ყველასგან წყენა... ბოროტი ვიყავ, მინდოდა ავი, სხვას რო ვხედავდი ბედნიერს მშურდა, მე რომ სულ მარტო ვიყავი რავი, სხვისი სილაღე, სიცილი მძულდა... ჰოო პოეტი ვარ ... იქნებ არცა ვარ... ცოდვილის დაღი მედო თავიდან, მე აღარავის აღარ ვუყვარვარ, ვინც კი გამაჩნდა ისიც წავიდა... თვალს ვხუჭავ, და სულს მოსწყდება ცრემლი, გრძნონებმა სუმთლად უკვე დამტოვა, ააწიოკეს ჯოჯოხეთს გრდემლი, თვალს ვახელ, უცებ სადღაც მარტო ვარ... ჰააა და იცოცხლე გაჩუქე დღენი, სიკვდილმა მითხრა , სადღაც დამტოვა... ჩამოიქცევა სანამდე კლდენი, შენთან ვიქნები მეც სულ მარტო ვარ... სახელი იყოს შენი ნოარი, არავინ , თარგმნო ანუ ქართულად... და დედამიწა ცოდვილთ რო არი, ეგ გამხდარიყოს შენთვის სადგურად... აჩრდილი იყავ, მოკვდი აჩრდილად, ნუ გაგახარებს სხვისი ვარამი, თორემ მოგყვები, ისეთს დაგმართებ... სიცოცხლე იყოს შენთვის არამი. პოეტი ვარო?! მაშ მიდი მოჰყევ , ანდა დაწერე, ამბად გაეცი, რომ შენნაირად არავინ მოხვდეს, ყველამ გაიგოს როგორ დაეცი!!! და აჰა მეც ვწერ და ვინც კითხუკობ, ისმინე აჰა ჩემი ამბავი და თუ გგონია ვლაქიობ, ვხუმრობ, ცდები, ყველას გვყავს ახლოს დამფლავი... თენდება დილა, დღეა ცამეტი, მარტის თვეა და ისევ წვიმაა, კარზე გაისმა ზარი თვრამეტი... ვაღებ და გარეთ არავინაა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.