შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ გათენდება...


18-03-2018, 17:53
ავტორი Noar
ნანახია 1 421

მუხლზე დაჩოქილი ღმერთს ვთხოვ დაგაბრუნოს,
თითქოს, ეს სამყარო წამით გაიყინა...
სასმლით ვითხლიშები,იქნებ გამაბრუოს,
ჩემი ანგელოზიც მოკვდა... დაიძინა...

მუხლზე დაჩოქილი, ლექსს ვწერ ოცნებაზე,
მინდა დამიბრუნდე, ჩემო ანგელოზო.
ხელსაც კი ავიღებ მე ამ ცხოვრებაზე,
თუნდაც საუკუნე წლები დაგელოდო.

სიკვდილს ვევედრები, თუნდ ჩემს საფასურად,
უკან დაგაბრუნოს ჩემო საოცნებო,
წამით დამანახოს სახე საამური...
მერე... თუნდ ჯოჯოხეთს შენზე ვიოცნებო...

მთვარე ცას უყვება, ამბად ახსენდება,
მე, რომ მაგ ბაგეზე მაშინ გეამბორე,
ფიქრებს, ქარს გავატან სანამ გათენდება,
როცა გათენდება, მთვრალი გავაბოლებ...



№1  offline მოდერი bla.ell

მაგარია მომწონს❤❤თანამედროვე ლექსი სასიყვარულო ლექსის კარგი ვერსია...მშვენიერია პოეტო❤

 


№2  offline წევრი Noar

bla.ell
მაგარია მომწონს❤❤თანამედროვე ლექსი სასიყვარულო ლექსის კარგი ვერსია...მშვენიერია პოეტო❤


მადლობა ელ მიხარია თუ მოგეწონა <3, ისე შენ შემოქმედებას დიდი ხანია აღარ შევხვედრილვაე, რატომ დაგვანატრულე თავი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent