შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ თქვა რომ გიკვდები..


17-03-2018, 20:43
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 418

მოშავ-მოხავერდო შემმოსავს მიხაკი,
მე ხომ სიკვდილი ვარ.. არ თქვა რომ გიკვდები,
მიხვდები, დრო იყო, ოდესღაც.. მიყვარდი,
ოდესღაც გმონებდნენ შენ ჩემი ფიქრები..

არ ველი დანათოვს ფურცლებზე ცრემლების,
დაჭკნება რაც გულმა გრძნობებად დატოვა,
მოშავო მიხაკში ნაფურჩქნი ვსველდები,
და როგორც სიკვდილი შენფერი.. მარტო ვარ..

შეირყა სამყარო.. უჩემოდ ნაპოვნი..
და თუმც შენ არ იცი ვისი მზე ამოვა,
მანტია წყვდიადის, უფროს ძმის ნაქონი,
მოვირგე.. მინატრეს და აჰა, წამოვალ..

კოცნა შევუთვალე ადრეულ ბროწეულს,
ო, როდის გახდება სისხლივით წითელი,
ვიგემებ.. მრავალგზის ვიგემებ მოწეულს,
გაცივდა კარიბჭის ობოლი ქვისმთლელი..

მარჯნისფერ როზმარინს დავიბნევ მაჯებზე,
ძოწისფერ ვარდების შევიკრავ საყელოს,
დე გემუსაიფონ ვირთხებმა, ქაჯებზე,
მაისის ვარდივით მრავალის მნახველო.

ჩავვერცხლდი ხავსივით მომწვანო ჩექმებში,
დღეს იქნებ გავერთო ფიქალით, ვინ იცის,
ვიცი არ შევდივარ უკვე შენს გეგმებში,
უთქმელად ახლოა მოკვდავთა ფინიში.

მე მკვდრეთით აღვსდგები პაოფის ცამეტში,
მოვალ და სისხლისფერ მიხაკებს მოგიტან,
ო როგორ მივფრინავ.. მიგაფრენ დამბებში,
შეფოთვლა ერთურთის რა მშვიდად მოვიდა.

მოთქვამენ.. მოთქვამენ, ძვირფასო, ფილტვები,
თუ სადმე წყვდიადში ავსული ერია,
გაფრინდით, განქარდით მე თქვენს კვალს მივყვები,
ვერავინ წამართმევთ, ჩემია ფერია!

დარდს გთხოვ ნუ გადაჰყვები,
ცოლად სხვას თუ წაჰყვები,
ისე გალამაზდები
ატირდნენ დარბაზები..
ეს ბედის ჯამბაზები
დღეს რომ შენზე მღერიან,
მე არ გაგიბრაზდები,
რაც ჩემია, შენია..
მაწუხებენ ლანდები,
ღამით მომელანდები,
გადამაფრენ სიმღერით,
ატატებულ ქიმერებს,
გაქრებიან დარდები,
დაგიკრიფე ვარდები,
თუ არ შეგიყვარდები
მე ხომ მაინც გიმღერებ.
არასოდეს გაქრები,
არასოდეს ჩაქრები,
ჩემო მობაჯაღლო და
თაფლაკვერის სანთელო,
ნატვრის ხეზე ნაჭრები,
რომ სულ შენთან დავრჩები,
აივანზე დავწვები,
საფიცარო სახელო..
არაფერი მინახავს,
რასაც მთვარე ინახავს,
მარცელანის ფურცლებში
გამონახვევს სათუთად,
მიხაროდა, ბნელეთი,
მოარული ღელეთი,
გადახდილი ქელეხი,
მან კი.. ზეცა მაჩუქა...



№1 სტუმარი სტუმარი Lea

მომენატრა ემოცია,რომელსაც შენი სტრიქონები მჩუქნიან ხოლმე და ახლა ერთიანად მომაწვა, რითმებად გაიშალა ვენებში და ვგრძნობ როგორ ფეთქდება ჩემში.შეუდარებელი ხარ და მე შენ გყვარობ!

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

საოცრება იყო და საოცრება ხარ scream heart_eyesარვიცი რა ვთქვა, სიტყვებით არმინდა გავაუბრალოო innocent innocent innocent

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
მომენატრა ემოცია,რომელსაც შენი სტრიქონები მჩუქნიან ხოლმე და ახლა ერთიანად მომაწვა, რითმებად გაიშალა ვენებში და ვგრძნობ როგორ ფეთქდება ჩემში.შეუდარებელი ხარ და მე შენ გყვარობ!


უღრმესი მადლობა. ძალიან ვეცადე. დიდი ხანია აღარაფერი მომნატრებია ასე როგორც წერა.. )

ბელუ შეროზია
საოცრება იყო და საოცრება ხარ scream heart_eyesარვიცი რა ვთქვა, სიტყვებით არმინდა გავაუბრალოო innocent innocent innocent


რაც დაიწერა უკვე წარსულია. წარსულს კი აწმყოთი ვერ შეცვლი. მიხარია რომ ასე მოგეწონა. ვეცდები არც მომავალში გაგიცრუო იმედები )

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
მონატრებული სალამი:):)


მონატრეცბულს გაუმარჯოს ) სად დაგვეკარგე შენი ლექსებიანად?

 


№5 სტუმარი ar tkva rom gikvdebi

Magari leksia momewina xochax????????✌????????

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ar tkva rom gikvdebi
Magari leksia momewina xochax????????✌????????


დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო სახელი გაქვს. ასეთი მოთაფლული ენის პატრონს ცოცხლად დამარხვას ვინ უპირებს განა? heart_eyes მე ჩემის მხრივ არაღარაფერი მაქვს სათქმელი, ვფიქრობ რისი თქმაც მინდა ლექსებში ვდებ. blush
გმადლობ რომ მკითხულობ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent