მ.ს.
მ.ს. არა, არ მღლის ცხოვრება, არსად მიმაქვს სიზმრები, მე გავხადე ოცნებას, შენ მალულად აცმევდი, გაზაფხულის ატმის ხის ტანით დამესიზმრები, დაიღლება როდესაც უშენობით განცდები, ტოტებს ქარი მოტეხს და მომაწყურებს სიგიჟეს, ამღვრეული მდინარის ღელვას დავეწაფები, მომწყურდება ლექსი და რითმას თუ ვერ მივაგნებ, ხავსმოდებულს სიძველით ლოდებს დავემსგავსები, წლები ისევ გარბიან... მარტს მიჰყვება ქარები, ახლა უფრო დიდია ჩემი ცასთან სიშორე, გაზაფხულის სურნელით ისევ გამექარვები, როცა ფიფქის მაგივრად ყვავილები ითოვენ, ნიაღვრები წალეკავს უკვე გამდნარ სურვილებს, დაეტყობა როდესაც მთის მწვერვალებს სიმწვანე, ჩემს მაგიერ ალბად მზის სითბო მოგისურვილებს, გაზაფხულის წვიმა ჩემს სათქმელს გაგიზიარებს, გაახილე თვალები, ცას შეჰხედე, ჩამოგგავს, დაუვარდი თითქოს და ახლა ვეღარ გპოულობს, ოფლი სცვივა დაღლილს თან მასთან უფრო ჩამოცხა უშენობით, შეხედე, მთვარეც კი ჭირვეულობს, დაივიწყე აქამდე რაც ხალხისგან გიგრძვნია, მიწაზე ხომ მცირეა მნათობთათვის ადგილი, რაც შენს სულში აქამდის ოცნებები მიღვრია სულ არაა მიწიერ კაცისათვის ადვილი, იქნებ ჩემშიც სიკვდილი აცოცხლებდეს სიცოცხლეს? დრო არა მაქვს ამდენი... ნუ მთხოვ მუქთად გავფლანგო, ო, შენამდე რამდენი უაზრო დღით ვიცხოვრე... ოხ, აქამდე რა მქონდა? კალამი და თამბაქო... არც ახლა იზომება ჩემი ყოფა ქონებით, არც აქამდე ოცნების კოშკებს ფულით ვაგებდი, გაზაფხულის მზის გარდა სხვა მზეს არ ვემონები, დროსთან ჭიდილს სხვა დროსთან კი ყოველთვის ვაგებდი, მაგრამ ცოდვა უფრო მღლის რაც ჩემს სულში ტრიალებს, ცოდვა ალბად არ ეთქმის, იქნებ უფრო ცდუნება... დროც საზღვარში ექცევა, დრო შენც შეგატრიალებს, როცა მთვარე უშენოდ ისევ დაითრგუნება, ყველაფერს აქვს საზღვარი, ვერც ზღვა სცდება ნაპირებს, ალბად არც მარტს უხდება ნასესხები დღეები, ოხ, დღეს როგორ ფიქრებმა ისევ გამინაპირეს... ოხ რა მწარედ შემყურებს ნასეტყვი იდეები, იდეებში არ ვგავარ, არც არავის ვემსგავსი, ჩემს გიტარას არ უღირს დაწყვეტილი სიმები, რა ვქნა,ბედთან ჭიდილში უძრაობას ვერ გავცდი, არ მშორდება რითმებით ამღვრეული წვიმები, სულ ერთი დღის ოცნებით, ფიქრებს სად არ მივყავარ, არ ძალუძს ჩემს გონებას დრო საათით განკარგოს, გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი მიწა ვარ_ დრო არა მაქვს ბევრი და ნუ მთხოვ მუქთად გავფლანგო. Selassie |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.