* * * * * * *
ქარში მიჰქრიან სადღაც ფიქრები, მას შემდეგ უკვე წლები გავიდა... და თუ გგონია ცუდად ვიქნები, შეცდი... ცხოვრებას ვიწყებ თავიდან... ჰო, მე გიჟი ვარ, გიჟი დიადი, და პოეტობას ვიჩემებ ისევ, გულში შემომრჩა, ისევ წყვდიადი და ეშმაც თავის მლიქვნელებს მისევს. იმ დღეს სიზმრებში გნახე, ტიროდი, და თითქოს ფიქრი ნისლმა დაფარა, ვერ გამოვიგენ, მერე ვყვიროდი, და მერე დაცხა... წამიც, საჰარა... კოშმარ და კოშმარ დავდივარ გეძებ, კარგი... დავნებდი, კვლავ ვერ გივიწყევ... წამით ვჩერდები, მიზეზებს ვეძებ, რატომ დამშორდი და... დავივიწყე... ვიღვიძებ სახლი დაცურავს კვამლში, სიგარის კვამლი ჯერ არ გასულა, ახალ სიგარას ვუკიდებ წამში, სანამ გრძნობები თავში ასულა. და თუ ვეწევი დღეს მე სიგარას, სხვისი სატკივრის ზიდვა რომ უყვარს, ეს იმიტომ რომ იმან მიჰქარა, ვინც ამ ბებერ გულს ჯერ ისევ უყვარს... თენდება დილა, არ ვიცი რა მჭირს, კვამლმა ფილტვები ნელა დატოვა, ასეთ სიყვარულს ვუწოდებ შავ ჭირს, ის სხვასთან არის, მე კი მარტო ვარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.