ჩემს ლურჯ ოთახში-ლურჯ საკანში ...
ჩემს ლურჯ ოთახში-ლურჯ საკანში ქარები ქრიან, გაყინულ სხეულს ვეღარ მითბობს სავსე მათარა, დღესაც ასე ვარ , ასე ყოფნას თუ ყოფნა ქვია დედაც ვატირე , ყველაფერმა როგორ დამღალა . აღარ დავეძებ იმედების მცირე ნაკუწებს, დავასამარე ოცნებების მთელი არმია, ალბათ ხვალ ან ზეგ მეგობარი დედას აუწყებს, რომ ქალიშვილმა სისხლდენისგან სული დალია. და ჩემი სული მბორგავი და ლურჯი ზღვასავით როგორც წარსულში ახლაც ისე იპოვის შვებას, გაემგზავრება ცხრა მთას იქით...-მეტად არსაით, გული კი მშვიდად დაასრულებს უაზრო ფეთქვას. მერე დადგება სიმშვიდე და სიბნელე სრული, როცა აუწყებს მეგობარი დაბნეულ დედას, რომ ქალიშვილმა სისხლდენისგან დალია სული, და სიკვდილის წინ არაფერი არ სურდა ეთქვა. რადგან დაღლილი აღარაფრის სურვილის მქონე, თვალში ჩამდგარი ცრემლებით და სიბნელის კვამლით, ვეღარ შველოდა ყელს მობჯენილ უმძიმეს ცოდვებს, სხვა სამყაროში გაემგზავრა... დახუჭა თვალი. 7.04.18 ანნა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.