შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვქნა კარგო ,მიყვარდება მარტივად და ძალიან...


14-04-2018, 02:11
ავტორი Noar
ნანახია 1 902

რა ვქნა კარგო მიყვარდება, მარტივად და ძალიან,
გული ერთხელ დაინახავს შეიყვარებს უგონოდ,
ნუ მეტყვი რომ მოცლილი ვარ,ამისთვის სულ მცალია,
შევიყვარებ ერთხელ ვინმეს და არ დავთმობ უომოდ.

მე რას მერჩი ან მითხარი, მატყვევებს ეგ თვალები,
შენ ღმერთი ხარ მე მოძღვარი შეგღაღადებ დღე და ღამ.
მომიტევე ჩემო ღმერთო ამ ცხოვრების ვალები,
თვალებს ვხუჭავ და მოგიძღვნი ამ ცხოვრების ყველა წამს.

გევედრები აპატიე რომანტიკოსს სიცოცხლე,
ჩემნაირებს მაგ ღიმილის წამებიც კი ახარებს,
გამიღიმე ერთხელ მიდი და მეც მუდამ ვიცოცხლებ,
ან და მითხარ რომ მოგწონვარ,ეს გული გაახარე..

თვალებს ვხუჭავ და სიზმრებშიც არ მასვენებ ლამაზო,
ვერ გივიწყებ , შემიყვარდი რა ვქნა შენი ბრალია,
ჩემზე ფიქრობ ვიცი კარგო ქარმა გაგცა, გამანდო,
და ნუ მეტყვი სხვა მყავს ანდა, ახლა არა მცალია...



№1  offline მოდერი bla.ell

Wow!heart_eyesსაყვალრობა ლექსია და რითმაც კარგი აქვს მელოდიურია❤❤❤❤ძაააააააალიან მომეწონა კარგად წერ საყვარელოო❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ეგრე რაა ნოარ, რა სევდა, სიკვდილი და უბედურება, აი ამ ტალღას მიაწექი blush

 


№3  offline წევრი Noar

bla.ell
Wow!heart_eyesსაყვალრობა ლექსია და რითმაც კარგი აქვს მელოდიურია❤❤❤❤ძაააააააალიან მომეწონა კარგად წერ საყვარელოო❤❤❤


მადლობა ელ შეფასებისთვის <3 <3 ყოველთვის მიხარია შენი შეფასების ჩემ კომენტარებში <3 <3

ლაზარე 13
ეგრე რაა ნოარ, რა სევდა, სიკვდილი და უბედურება, აი ამ ტალღას მიაწექი blush


ასე ვიზავ აწი ... ნუ თუ ხასიათი მქონდა blush

 


№4  offline წევრი გიჟპოეტა

araa cudi leqsi magram dzveli leqsebi bevrad kargi gaqvs:) warmatebebi

 


№5  offline წევრი Noar

გიჟპოეტა
araa cudi leqsi magram dzveli leqsebi bevrad kargi gaqvs:) warmatebebi



მადლობა შეფასებისთვის შევეცდები გამოვასწორო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent