შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*******


17-04-2018, 17:12
ავტორი Noar
ნანახია 1 459

ეჰ...სამყაროში არ არსებობენ ანგელოზები,
და ცამ ეს იცის... გული სწყდება და... აჰა გაწვიმდა...
გზას გავუყვები ჩაფიქრებული, არ გელოდები,
რადგან არ ვიცი, ჩვენ ორს უკვე ერთად რა გვინდა...

მზე მოეფარა ღრუბლის ქულებს ეს მერამდენედ
და შენც თვალებში შემომცქერი ... რა გაქ სათქმელი?
წუხელ ვკვდებოდი ,ფიქრი მოკვდა ეჰ მერამდენედ ,
გაიგე მაინც?!... და თუ გაიგე... მითხარ რა ქენი?!

დაღამდება და ვიცი გული შენზე ოცნებობს ,
მას აღარ ვუსმენ დიდიხანია ,ის ხომ ყბედია...
სხვა აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, მივსდევ ვოლდემორდს ,
ღამის წყვდიადში მას მივყვები, იქნებ ბედია...

რომ უეცარი შორეთიდან მიხმობს სიბნელე,
რომ ეგ თვალები , ძველებურად აღარ მატყვევებს,
იქნებ წამება ჩემი თავის ამოვიჩემე,
და მე გავუქრე მხურვალება ემაგ ნაზ ხელებს...

იქნებ,ვინ იცის.... ახლა მიზეზს ვინღა დაეძებს...
აღარ ცხოვრობენ ჩემ სხეულში ანგელოზები...
თვალებს დავხუჭავ და დემონიც გამოიღვიძებს
და მეც შორს წავალ ... წავალ აღარ დაგელოდები...



№1  offline მოდერი bla.ell

რა უცნაურია ეს ლექსი უკომენტაროდ?!არადა მიმწონს,ცუდია რომ უფრო მეტი შეფასება და შემფასებელი არყავს კარგი იყო და წარმატებას გისურვებ ჩემო კარგოო❤❤❤

 


№2  offline წევრი Noar

bla.ell
რა უცნაურია ეს ლექსი უკომენტაროდ?!არადა მიმწონს,ცუდია რომ უფრო მეტი შეფასება და შემფასებელი არყავს კარგი იყო და წარმატებას გისურვებ ჩემო კარგოო❤❤❤



მადლობა ელ თბილი შეფასებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent