შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდობით არა.. ნახვამდის...


19-05-2018, 23:10
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 846

აღსასრულამდე ჯერაც შორია,
ვხედავ, მომწვდება მალე ქაოსით,
ჰოდა მშვიდობით, დროა წავიდე,
ზემოთ ვეახლო ცაში, დალოცვილს..

უარესდება როგორც ფიქრები,
მეხსიერება.. რიტმიც დაირღვა,
ლექსის კი არა, გულის ცოდვილის,
და ვეღარ ვხვდები, როგორ აღვითქვა..

ჩერდება ჩემთვის მატარებელი,
და როგორც იქნა, აი, ჩავდივარ,
ძლიერ დამძიმდა სატარებელი
ჩემი ჯვარი და დაბლა ვაგდივარ..

როდია ჩემო მკითხველო ლექსი,
გტოვებ დროებით, ალბათ, ნახვამდის,
რჩება სიცოცხლეს ობოლი ლექსი,
და სამი ლიე რჩება სახლამდის..

მივდივარ, ალბათ დროებით გტოვებთ,
თუ დამივიწყებთ, ეგეც გაივლის,
მე ერთადერთი რამე ვითხოვე,
ის ერთადერთიც წავა.. ჩაივლის..

ნუ გამიუქმებთ უთხოვრად პროფილს,
ალბათ მკითხველი ვიქნები აწი,
ო, წავიკითხავ რამდენს ვინ მოთვლის,
ახლა კი დროა, წავიდე.. დავწვე..

მადლობა ყველას არსებობისთვის,
ვინც დარჩით, მათაც ვინც აქ დამტოვა,
დიდი მოვიგე.. მცირე ომისთვის,
სიკვდილის პირას მაინც მარტო ვარ..

მომენატრებით, ღმერთმა ხომ იცის,
დამესიზმრება ბინდი დილამდე,
დავთვრები რატომ? თავად არ ვიცი,
თუ არ გავთენდი იქნებ მივლაგდე..

რასაც დაგპირდით თუკი ოდესმე,
კვლავ შეეხება ჩემი კალამი,
თუ დავასრულო და აქ არ დავდო,
მთელი დიდება იყოს არამი..

განსაკუთრებით ბოდიშის მოხდა,
მე ბალთაზარის ფანებთან მმართებს,
რა ვუყოთ, დროა, ახდა და მოხდა,
აღარც აზრი აქვს და არც მადარდებს..

მშვიდობით არა, ყველას ნახვამდის,
აქეთ თუ არა, იქით შევხვდებით,
სამი ლიეღა დამრჩა სახლამდის,
რა იქნებოდა, შენი შეხებით..


დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ. გამიხარდება თუ დაგიბრუნდებით. პროფილი არ წაიშლება...
მადლობა და ნახვამდის



№1 სტუმარი სტუმარი Lea

ამას არ ველოდი,ახლა რა მეშველება იმ გრძნობების გარეშე,რომელთაც შენი ლექსები მჩუქნიდნენ?! ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ობიექტური მიზეზი გაქვს და ვიმედოვნებ მალე დაბრუნდები მე კი მოთმინებით დაგელოდები წარმატებებს გისურვებ მუდამ შენი გულშემატკივარი ლეა))

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
ამას არ ველოდი,ახლა რა მეშველება იმ გრძნობების გარეშე,რომელთაც შენი ლექსები მჩუქნიდნენ?! ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ობიექტური მიზეზი გაქვს და ვიმედოვნებ მალე დაბრუნდები მე კი მოთმინებით დაგელოდები წარმატებებს გისურვებ მუდამ შენი გულშემატკივარი ლეა))


მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. მიზეზი კი მართლაც ბევრი მაქვს. ჩემი პრობლემები სხვისი საწუხარი არ უნდა იყოს, ამიტომ დავტოვებ გაუმხელელს, მაგრამ სერიოზული მიზეზის გამო არასდროს მივატოვებდი ერთგულ მკითხველს. ვეცდები მალე დავბრუნდე. ვნახოთ როგორ ვიქნები. დიდი მადლობა ერთგულებისთვის და მომავალში მეტად ვეცდები დავიმსახურო ეს ერთგულება blush

 


№3  offline მოდერი bla.ell

ლაზაზო ისევ ძველებურად ქრება?და რომ მომენატროს?!ჰაჰ ლაზაზოს აღარ ადარდებს ელის ლექსებზე ლექსებად პასუხი...ცუდია...ლექსი კი იყო კარგი და კარგად გარითმული ამრა ახლა ვიტირებ...ვიფიქრე რამე სასიამოვნოს წავიკითხავდი ახლა ეს რაარის...მართლა უნდა გაქრე?აღარ გელაპარაკები მე შენ ვსიო...ბოროტო საყვარელი პოეტების დაკარგვას ვერ ვგუებ ახლა ჩემი ცრემლების ღირსი ხარ?!

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე დავბრუნდი შენ კი ქრები...
მალე დაბრუნდი

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
ლაზარე დავბრუნდი შენ კი ქრები...
მალე დაბრუნდი


სამწუხაროდ დაგაგვიანდა.. ვეცდები, მაგრამ ვერაფერს დაგპირდები

bla.ell
ლაზაზო ისევ ძველებურად ქრება?და რომ მომენატროს?!ჰაჰ ლაზაზოს აღარ ადარდებს ელის ლექსებზე ლექსებად პასუხი...ცუდია...ლექსი კი იყო კარგი და კარგად გარითმული ამრა ახლა ვიტირებ...ვიფიქრე რამე სასიამოვნოს წავიკითხავდი ახლა ეს რაარის...მართლა უნდა გაქრე?აღარ გელაპარაკები მე შენ ვსიო...ბოროტო საყვარელი პოეტების დაკარგვას ვერ ვგუებ ახლა ჩემი ცრემლების ღირსი ხარ?!


heart_eyes heart_eyes ჩემი პატარა ელიიი.. რა გატირებს, მოვალ, მაშ სად წავალ? blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent