გადავიკარგოთ
როცა ჩადგება ეს ქარიშხალი და როცა ისევ გამოიდარებს, მე მოვალ შენთან ალბათ ოდესმე და მოგიშუშებ სულის იარებს... მოვალ რომ გული ისევ გაგითბო, სულში ზამთარი გაგიმაისო, გითხრა რომ კარგი კიდევ წინ არის და ყველაფერი ახლა დაიწყო... მინდა გახარო პირველი თოვლი, ფანტელებად რომ ლამაზად ცვივა, მაისში ვარდის აფეთქებანი და შემოდგომით ფოთლების წვიმა... ხელი ჩაგკიდო და წაგიყვანო სადაც არასდროს, არვის უვლია, სადაც ცა არის ყველაზე ლურჯი, სადაც ზამთარიც გაზაფხულია... სადაც ვიქნებით მე და შენ ორნი, სული გაფრენას როს შესძლებს ლაღად, გადავიკარგოთ სადღაც შორეთში და გადავიქცეთ მოყოლილ ამბად... ------------------------ მიყვარხარ და სიგიჟემდე მენატრები ჩემო სიყვარულო (( მარადის შენზე სამუდამოდ შეყვარებული თიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.