ეს ყველაფერი მიგრძვნია და ვარ ბედნიერი
შენ თუ გინახავს ქვაფენილზე ფოთოლთა ჯარი, ან მეეზოვის სევდიანი, თბილი თვალები, თუ არ გინახავს მზის ამოსვლა გაზაფხულობით, არ მიწყინო და უსათუოდ შემებრალები... თუ დაგითვლია ზღვის ნაპირას თეთრი კენჭები, გისეირნია ზაფხულობით, წვიმისას მარტოს? დაგსიზმრებია შეყვარებულს მსგავსი სიზმრები, რომ შენი გულის თეთრი ვარდი ღამით შენ გნატრობს? გითამაშია წრეშიბურთი მეზობლის ბავშვთან? ან თუ გინახავს ცისფერ ცაზე თეთრი თოლია, თუ სავსე მთვარეც არ გინახავს ცივ, ზამთრის ღამეს, არ მიწყინო და შენ უბრალოდ არ გიცხოვრია... თუ გიმღერია წრფელი გულით მეგობრის გვერდით? დალოდებიხარ პატარა დის თვალთა გახელას? თუ გყვარებია, გიფიქრია ყველაფრის თქმაზე, თუმც შეხვედრისას კვლავ უარობ ფიქრთა გამხელას... გაგიგონია დედის ლოცვა - შენზე ძილის წინ, თუ როგორ შესთხოვს გამუდმებით უფალს შენს დაცვას, ან თუ გინახავს დაღონებულ მამის ცრემლები, თუ ეს არ იცი, ვერ აგიხსნი, არც ვიწყებ ახსნას... მქონია და მაქვს ოცნებები აუხდენელი, უმეტესობას არც დაუდგა ახდენის ჯერი, რომც არ ამიხდეს, ჩემი ყველა ოცნება, ნატვრა, ეს ყველაფერი მიგრძვნია და ვარ ბედნიერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.