შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი


20-06-2018, 16:00
ნანახია 1 846

სტუმრობა მეწადა ნისლებთან,
მთის ქიმზე მინდოდა ყვირილი,
ფიცრების ქოხს ვდგამდი მინდვრებთან,
შენ გულში იკრავდი გვირილებს.
სითბოსთვის ვეკვროდით ერთმანეთს,
სიყვარულს ვლეწავდით კალოზე,
მე შენთვის ვეძებდი კესანეს,
შენ კოკას მატანდი წყაროზე.
შიშები არ გვქონდა მეწყერის,
იანვარს სიმღერით ვათევდით,
მე შენთვის ზვინს ვდგამდი ლექსების,
შენ ჩუმად თავს მხარზე მადებდი.
გვიანღა დგებოდა აპრილი,
ჯიხვები ჰყვარობდნენ მაღალ მთას,
ქარბუქი – ბარიდან აყრილი,
გვითხრობდა გრძნობების ბალადას.
მდინარე მოჰყეფდა ღრიალით,
ვერაფრით კმარობდა ნაპირებს,
შენ ჩემთვის მღეროდი წკრიალით,
მე თმებში გაწნავდი ყვავილებს.
სტუმრობა მეწადა ნისლებთან,
მთის ქიმზე მინდოდა ყვირილი,
დედოფალს მოჰგავდი, მინდვრებთან
თავზე რომ იდგამდი გვირილებს.

~ბ.ბ.~



№1  offline წევრი teengirllove

kargi leqsiaa ,momewona..magram am sataurit rom vapirebdi itoriis dadebas ;) :))))

 


№2  offline წევრი izabella

ძალიან ლამაზი ლექსია.

 


ჰაიკო
კარგი ლექსია

მადლობა ❤

teengirllove
kargi leqsiaa ,momewona..magram am sataurit rom vapirebdi itoriis dadebas ;) :))))

მადლობა ❤ მე მაპატიეთ.. თქვენგან არაფერი მომიპარავს ❤

izabella
ძალიან ლამაზი ლექსია.

მადლობა ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 


№4 სტუმარი ტატო

ვაა ჩემი მოგვარის ლექსი მომეწონა :))

 


ტატო
ვაა ჩემი მოგვარის ლექსი მომეწონა :))

მადლობა, ბაიაშვილო ❤❤
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent