შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წავიდეს...


20-06-2018, 23:10
ავტორი For Love
ნანახია 1 392

თუ წასვლა უნდა წავიდეს მერე,
არ შეაჩერო მიზეზის ახსნად.
ტკვილიანი დღეების შემდეგ,
მიხვდები ჯობდა შენთვის ეს წასვლა.

სინანულამდე ნუ გადაიყვან,
უკვე გამოვლილ ფერად სამყაროს.
ზოგჯერ გეძახოს მან წარსულიდან,
რომ მომავალში არ მოგეკაროს.

წავიდეს კითხვებს თუ ვერ პასუხობს
და აღარ ესმის მაგ გულის ფეთქვა.
თუ სიყვარულით აღარ საუბრობს
და საქციელით გაჩვევს ჩუმ სევდას.

თუ ვერ აფასებს შენს მთლიანობას,
და დაფარულად გაშორებს ხელებს.
წავიდეს მართლა ასე ჯობია,
წავიდეს თუნდაც ყველაფრის შემდეგ...

----------------
მარადის შენზე სამუდამოდ შეყვარებული თიკა, რომელსაც უყვარხარ... უყვარხარ ყველაფრის მიუხედავად ((



№1  offline მოდერი abezara98

აუუუ, როგორ მომეწონაა blush ძალიან კარგი იყო blush

 


№2  offline წევრი For Love

abezara98
აუუუ, როგორ მომეწონაა blush ძალიან კარგი იყო blush

heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი For Love

a.bochorishvili
რა კარგია, გაიცებული ვარ, ვინმეს ეძღვნება?

ჩემს სიყვარულს ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent