შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - მამი


20-06-2018, 23:26
ავტორი ერკე
ნანახია 1 741

მე არ ვიცი, როგორ ვუთხრა და ვასწავლო ჩემ შვილს
ქუჩაში, რომ კაცი გდია და ვერ იკლავს შიმშილს,
როცა მკითხავს, რად გაწირა, მამი, ასე ღმერთმა?
ვუპასუხო ცხოვრებაში ზოგს უმტყუნა ბედმა?

მეტყვის, მათაც ხომ სურთ ბრძოლა, ნორმალური ყოფა
ვერ ვეტყვი, რომ რაც ეწერათ, ალბათ ისე მოხდა,
აიმედებს მამამისის მას ყოველი სიტყვა,
ჩემი სჯერა, რაც არ უნდა იმ წამს, ჩვენში ითქვას.

-მეც მომიწევს მათ მსგავსად ბოლოს ქუჩაში ძილი?
-შენი აზრით, ამისათვის მემეტება შვილი?
-ის პატარა, არ უყვარდა მშობელს, აბა მამი
რომ ქუჩაში ათევინებს ცივად ყოველ ღამეს?

აქ გავჩუმდი, ვერ გავეცი, წამს ვერ ვუპასუხე
რა თქმა უნდა, მზად არ ვიყავ ამ კითხვისთვის უცებ,
შემომხედა, სახეზე კი აღბეჭდვოდა შიში
-ამისათვის გამაჩინე, ამისათვის ვიშვი?

ღმერთო ჩემო, შვიდი წლისა, კაცივით აზროვნებს,
-პირველ რიგში, საკუთარ თავს კაცი ნებითა ვნებს
-მე არ მჯერა! - დაიყვირა, - მას სურს ის, რაც მე მწადს
საკუთარი ცხოვრება რა, ყველას თვითონვე გვჭამს?

-კი, ასეა. ქმედებებით ჩვენვე მკაცრად ვიმკით,
ამიტომაც ყოველ ქართველს ხედავ ხელში ვისკით
სული აღარ გვაქვს, დავრჩით მხოლოდ სევდის ამარა
ვეღარ გვიშველის მთელი ჯარი და ვერც ამალა.

მწუხარებამ სძლია უმალ, თითქოს იმედს ხურავს
-გადაიქცე უნდა გმირად, დაეხმარო მწუხარს,
რომ ვუთხარი გაუნათდა სახე ყოვლისმცველი
-დღეიდანვე მე გავხდები დაჩაგრულთა მცველი!

სიამაყემ ჩამჩურჩულა, - რა ბიჭი გყავს, ხედავ?
ვხედავ მეთქი, რომ ვუთხარი ჩაიღიმა ბედად,
-გმირი ზარდე, დაეხმაროს ვისაც ნახავს ბედშავს.
-ის მამას ჰგავს, სიყვარულს რომ გულით ავრცელებდა.

-განა ახლა არ ავრცელებს? - ჩამჩურჩულა ისევ.
-დიდი ხნის წინ ჯვართან მდგარი სხვა რამ დავიფიცე,
დავიცავდი ჩემს ოჯახს, ჩემს ცოლს და მამაც შვილებს
თუმც საქმეს, რაც დავიწყე ხელს ყოველ ჯერზე ვკიდებ.

მოვიფხანე გული თქმით და გავეშურე სარდაფს,
ის პატარა, გმირიც მომყვა, - მეც ხო შენთან ვარ და
მუდამ ვიქნები, რომ ერთად დავამარცხოთ სევდა.
-დრო გადის და ჩვენც ვიზრდებით, გული არ დაბერდა.

წარვუდგინე ჩემი თავი, სიყვარულის მცველად
დავაჩოქე იგი მუხლზე, და ვაფიცე ქველად,
რომ მდგარიყო, სადაც სიყვარულს ტანჯავენ ძალით
ძალა მივეც და ვაკურთხე სიყვარულის ხმალით.

-აწ შენ იცი, შვილო ჩემო, დიდ მისიას გაძლევ
ნუ დაიწყებ ცაში ფრენას, ნუ დათვლი ვარსკვლავებს.
-არ შეგარცხვენ მამი, ძლიერ შენ მიყვარხარ იცი,
გადავარჩენ მსოფლიოს, რადგან მოგეცი ფიცი.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

გაღიარებ ❤❤❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Maiaabuladze
გაღიარებ ❤❤❤❤❤

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline მოდერი abezara98

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის <3 შესანიშნავია <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

abezara98
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის <3 შესანიშნავია <3

მადლობ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

ეიიი რაკარგიაა❣❣❣❣❣❣

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ კომენტარისთვის, შეგიძლიათ აქვე სხვა ნამუშევრებსაც გაეცნოთ. მადლობთ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent