შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


27-06-2018, 18:13
ავტორი Bansuri Bansuri Bansuri
ნანახია 1 585

გულს დავიდებ
ხელის გულზე
და მოგართმევ სულს
ავანთებ და
გზას დაგილოცავ

გაგითავისე მიყვარდი მწამდი
ჩემი ოცნება
შენს აჩრდილს სდევდა.
შენც იყავ ჩემი
უთქმელი დარდი.
მე ვიყავ შენი
ამაყი სევდა,
და როგორც ხდება
გაგვყარა ბედმა.
გაცრეცილ სიზმრებს
შემოვრჩი მარტო.
ასეთ სიყვარულს
რა ქვია ნეტავ.
ცალ ცალკე ვართ და
ერთმანეთს ვნატრობთ.

ტირის მოგონება.
ფიქრებს გული სტკივა
ცრემლად იღვრებიან
ირგვლივ ყველაფერი.
იცი უშენობას
მე ვერ შევეჩვიე
რადგან უსაშველოდ
ძლიერ მენატრები.

და ახლა
შენ ჩემში
ბავშვობას ადინჯებ.
გუშინ რომ ქვეყანას
იკლებდი ანცობით.
აპრილებს ვეცეკვით
ხელები გასალე.
სად იყავ აქამდე
რარიგად ვდარდობდი
შენ ხარ ვისთვისაც
წარსული წავშალე
შენ ხარ
მე ვისაც
სიცოცხლეს ვანდობდი.

მე მენატრები
წუთში 60 წამს
60 ჯერ მიყვარს
ეს მონატრება.
წუთში 60 ჯერ
რომ გიყურებდე.
60 ჯერ ვიტყვი
მე შენ მიყვარხარ!!!

თუ მეგობარმა
ერთხელ მაინც
ცრემლი გადინა.
გულს სამუდამოდ დააჩნდება
მწარე იარა.
დაიფერფლება ყველაფერი
წარსულის კარგი
და დაიცლება მეგობრობის
ტკბილი ფიალა.
თუ მეგობარმა
ერთხელ მაინც
მწარედ დაგცინა.
თუ ბოროტება
შენს ზურგს უკან
ჩუმად დათესა.
მაშინ იცოდე.
არ გაგივლის
გულის ტკივილი.
თუკი ღალატი მეგობარშიც
არ დაითესა.
მეგობრის სიტყვით
ორპირობით,ღალატითმმცდარი.
ცოდვილი სული
კიდევ უფრო
ცოდვილი,ხდება
მაგრამ მეგობრის
ჯაყვით მწარედ
დაჭრილი გული.
აღარასოდეს აღარასდროს
აღარ მორჩება.
თუკი შენს გულში
მეგობრულმა გრძნობამ იღვიძა.
მას გაუფრთხილდი
მის დაკარგვას
არ შეეცადო/იყავ გულღია
და სიკეთე
ატარე მარად.
და უმეგობროდ
ერთი წამიც
არ გაატარო.
იცოდე კარგი მეგობარი
წმინდა,უმანკო,
სხვისი გულისთვის
არასოდეს არ გაამწარო.
გულში ღალატი,
არასოდეს არ გაატარო.
და ამით კარგო
შენი მტერი არ გაახარო.

მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული.
მერე მზერის აპარება.
მკერდზე მორცხვად
თუ ქვეყანა
ჩალით არის დაფარული.
იცი წვილის გადასვლამდე
არ ღირს მოცდა,

გამომყვებით ამ თავსხმაში
ოცნებების და თუ თქვენი
თვალების არ მომერიდა.
იქნებ შევძლო
ჩაგჩურჩულოთ მოფერებით
ქალბატონო ბიდიში
და მყვარებიხართ.

მომიტევეთ ქალბატონო
რომ მიყვარხართ.
როგორც ცოდვა
უნებურად ჩადენილი.
წამომყევით თქვენს ნატერფალს
თუ იკადრებს.
ტალახებით მოფენილი ქვაფენილი.

გზები უკვე
გუბეებმა გადათელეს.
თქვენც ხომ თქვენთვის
მიდიოდით თქვენი დარდით.
ალბათ ფიქრობთ
უმიზეზოდ გაგაჩერეთ.
უკაცრავართ ქალბატონო შემიყვარდით.

შენზე მოგონებამ.
ფიქრებს შემაჩვია
ივნისში ფიფქებად ბარდნას,
ჩემს სულს
სხვა სიამე
ჯერაც არ ატყვია.
შენი არსებობის გარდა.

დილიდთ მინდა
მზემ გაცუქოს სიყვარული.
ამ სიყვარულს დარაჯობდეს
ღამე მთვარე
რაც კი ქვეყნად
სიყვარული გაგიცია.
შენ გჩუქნი და
სათითაოდ მიითვალე!

შენით თენდება
შენით ღამდება.
შენი ვარ
შენთან მინდა ხელახლა.
შენა ხარ
რაც მე გამეხარდება.
რაც მეწყინება
ისაც შენა ხარ!

შენი სიცოცხლე,
შენი ნაბიჯი,
მე შემაყვარა
შენმა სარკმელმა
მე მიხარია
შენ რომ არსებობ.
ვისი ხარ
ეს რა
ჩემი საქმეა!

შენ ჩემგან შორს ხარ მაგრამ გულთან ახლოს ხარ და
ამას გეტყვი რომ ყოველთვის მუდამ მახსოვხარ.
შენ ნუ იფიქრებ რომ ოდესღაც სადღაც მარტო ხარ.
მიმოიხედე შენს გვერდით ვარ შენთან ახლოს ვარ,

მხოლოდ მაშინ ხვდები რა მნიშვნელოვანია შენთვის
სიცოცხლე როდესაც სიკვდილს ჩახედავ თვალებში.

მინდა დაგინახო თვალს და გულს აკლიხარ.
მინდა შეგხედო შენ კი სულ გარბიხარ.
ჩემი სიცოცხლის დარდი მანდი ხარ.
სულ შენთან მინდა ისე კარგი ხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent