შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხო მე ვარ ისევ...


1-07-2018, 01:47
ავტორი Noar
ნანახია 1 494

ხო მე ვარ ისევ, მე ვარ ის ფიქრი,
სიყვარულის, რომ გარს დაგტრიალებს.
მეცხრე ცაზე ვარ და ზევით მივქრი,
დაგინახავ და გამაჟრიალებს...

მომნატრებიხარ, ისე ვერ ავღწერ,
ვიცი, ეგ გულიც ჩემს ნახვას ნატრობს.
ვერ მოვალ ახლოს , კვლავ წერილს დავწერ,
ქარს გამოვატან რომ მოგანატროს...

ჩემი თავი და მოველი შენსას
უსტარს გრძნობით და ფიქრით გაჟღენთილს.
ჩემთანაც მოვა, ქარი მოიტანს
და ოცნებების ზღვაში გალეშილს

ჩუმი გრძნობებით, შემითრევს ქარი შუაგულისკენ
და ჰორიზონტზე შენ მოსჩანხარ, ფერმკთალ ზმანებად...
ფრთებს გავშლი, მოვალ, მოვფრინდები ძვირფასო შენსკენ...
მოვალ, ვერ გნახავ ,ისევ წახვალ ,არ მეამება

და ისევ ვიცდი, წამებს ვითვლი შენს ზმანებამდე,
ფიქრი ოცნების გამაგიჟებს... შენ თავს მანატრებს...
გარეთ ცა ტირის, ცოტა უკლია გადაღებამდე,
სიზმრად გნახავ და გარეთ კვლავ მზე გამოანათებს...



№1  offline წევრი Noar

mirandaa31
ძალიან კარგი იყო! კარგად წერ, მთელი გრძნობით და სასიამოვნოდ იკითხება.


მადლობა :)

 


№2  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia ❤️❤️

 


№3  offline წევრი Noar

MariamChiokadze
Lamazi leqsia ❤️❤️


მადლობა დიდი შეფასებისთვის მიხარია თუ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent