შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ ფანჯარასთან მელი ყოველ ღამე


2-07-2018, 20:15
ავტორი For Love
ნანახია 1 308

როცა ამინდები ყველა სულერთია..
როცა ფანჯარასთან ზიხარ მელოდები..
ბრაზობ შენი გული რარიგ სულელია..
რისთვის აიჩემა რომ მე დავბრუნდები..

თითქოს განთიადის ნაზი ფერწერაა...
სევდად დახატული თვალში ეგ ფერები..
ხვდები სიყვარული თავის გაწირვაა..
ხვდები ძვირფასო და უღირსს მეფერები..

მხოლოდ აპრილია გრძნობის პოეზია...
წიგნი სიყვარულის წმინდა ეპისტოლე...
ქვეყნად ეგ ხელები თაფლის სანთლებია...
თვისდა სასიკეთოთ წუთს რომ არ იტოვებს..

თეთრი ვარდებივით სევდას მივებარე...
დამრჩი სანუგეშოდ წვიმა მონატრებულს..
იქნებ ფანჯარასთან მელი ყოველ ღამე..
მელი გადაკარგულ უღირსს შეყვარებულს..

როცა ამინდები ყველა სულერთია..
როცა ფანჯარასთან ზიხარ მელოდები..
ბრაზობ შენი გული რარიგ სულელია..
რისთვის აიჩემა რომ მე დავბრუნდები..

-------------------
მარადის შენზე შეყვარებული თიკა, რომელიც უაზროდ, მაგრამ მაინც გელოდება...



№1  offline წევრი sweetgirl

Saswauli leqsia ❤️❤️❤️ Sheni yvela leqsi momajadovebelia isedac ❤️❤️

 


№2  offline წევრი For Love

mirandaa31
კარგია, როგორც ყოველთვის.

heart_eyes kissing_heart heart_eyes

MariamChiokadze
Saswauli leqsia ❤️❤️❤️ Sheni yvela leqsi momajadovebelia isedac ❤️❤️

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

მიყვარხარ შენ ამ ლექსისთვის heart_eyes

 


№4  offline წევრი For Love

ბელუ შეროზია
მიყვარხარ შენ ამ ლექსისთვის heart_eyes

დიდი მადლობა საყვარელო heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent