შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მოხვალ როცა ამინდებიც ატირდებიან


27-07-2018, 23:54
ნანახია 1 704

შენ მოხვალ როცა ამინდებიც ატირდებიან
და გრძნობის ჭილობს
გადავფინავთ ერთურთის მხრებზე...
მოხვალ და მაშინ შეგაწუხებს სინდისის ქენჯნა,
აწრიალდება ყველაფერი შენში ერთბაშად...
ვერ დაგპირდები, რომ ვიქნები ისევ იგივე,
ვერც იმას რომ მე გაპატიებ ყველა შეცდომას,
მაგრამ იცოდე ყველა ტკივილს გადაწონის
ეს სიყვარული,
რომელიც ჩემო, სხეულშია ასე გამჯდარი...
გამიჭირდება უკან მოსულს გითხრა რომ წადი,
მე იმ წამს ცოცხალ მკვდარი მერქმევა ალბათ,
რადგან ძვირფასო, ჯოჯოხეთი ქვია ამ ყოფას ახლა...
მე მტკივა სული და სხეულში ხშირად ვერა ვარ,
ვერა ვარ რადგან სიშორეა ჩემი მტანჯველი...
მე ვიცი მოხვალ და ოდესღაც მეტყვი "მიყვარხარ",
გაგიჭირდება აიტანო სიცივე ჩემი,
თუმცა გაიგებ და ტკივილი გახლიჩავს სხეულს,
რომ შენ მოდი და აღმოჩნდა უკვე გვიანი...
მეც მეყვარები გეფიცები ჩემს თავზე მეტად,
მაგრამ ღალატი?! არა ძვირფასო...
ასე ერთბაშად პატიება არ შემიძლია...
ვერ დაგპირდები რომ იქნება მარტივი ისევ,
რადგან ნანგრევში მოყოლილის ტრამვა დამყვება...
გადაჩეხილი არსებობა ჩემში იმძლავრებს
და სიყვარული კიდევ უფრო გამიჭირდება...
შენ მოხვალ როცა ამინდებიც ატირდებიან,
მოხვალ და სულში ჭრილობებიც ამღერდებიან...
ვერ გაპატიებ ჩემს სამყაროს რომ უღალატე,
სხვისი სურნელით გაიჟღენთე როცა მეგონა,
რომ ჩვენი სული ერთმანეთის იყო ნაწილი...
ვერ გაპატიებ... არა ძვირფასო, არ შემიძლია...
ვერ დავივიწყებ სხვა ქალის სურნელს...
სხვის კოცნას, ფერებას... ვერა...
ვერ გაპატიებ მარტოობის იმ შავ ღამეებს...
დაგლეჯილ ვენებს...
სუიციდის მცდელობის სურვილს...
ვერ გაპატიებ რომ მაქციე ამდენად სუსტად...
მე ვიცი მოხვალ, მაგრამ უკვე ძალიან გვიან...
მოხვალ და ისევ ტკივილები ამღერდებიან...



№1 სტუმარი სტუმარი milena

სულში კიარა სულს იქით ჩამწვდა,ჟრუანტელმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული,საოცარი სიტყვებით იყო სავსე ბრავო❤❤

 


№2  offline წევრი izabella

შენ მოხვალ როცა ამინდებიც ატირდებიან
და გრძნობის ჭილობს
გადავფინავთ ერთურთის მხრებზე...

შეუდარებელია, ძალიან მომეწონა.

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი სულში ჩამწვდომია როგორც ყოველთვის მიყვარს მეშენი ლექსები.

 


№4  offline წევრი sweetgirl

Lamazi leqsia yochag❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent