მკვლელი ფიქრები
სიცხეა, მე მკლავს შენზე ფიქრები, მე შენ არასდროს არ მავიწყდები. შენთვის მე სულ მაქვს თბილი სიტყვები, ვშიშობ, რომ შენით მე დავიწვები. შენს სულს მოვყავარ მე შენთან ახლოს, მე აზრს არ ვკითხავ ამ სამოსახლოს. თვალდახუჭული მოვალ შენამდე, მოვალ მრავლისთქმელ, ლამაზ მზერამდე. თითქოს, თითქოს მეძინება, მაგრამ მე ვერ ვიძინებ... მე ამ უიმედობისგან სიმწრით, სიმწრით ვიცინებ. აქ ვულკანმა ამოფეთქა, გავეხვიე ლავაში... ეს გრძნობები მე თქვენ გთხოვთ, რომ არ გეგონოთ თამაში... მოვა დრო და ფრთებს აიშვებს ამ არწივის გული! წავა და დაიკარგება თქვენგან დაჩაგრული... ერთი ვიცი, რომ განიცდის სიკვდილს მისი სული... ახლა ამ გრძნობებისაგან ვარ გაგიჟებული! მსურს, რომ მომკლათ და ეგ ხმალი ჩამარტყათ ამ ზურგში! მსურს, რომ ხანჯლით გამომფატროთ რაც კი რამ მაქვს გულში! მსურს ეგ ტყვია, რომ მესროლოთ მხოლოდ, მხოლოდ შუბლში! მსურს, რომ ჯვარზე მე გამაკრათ ტყეში, დაბურულში! ვიცი, ვიცი რომ ამ ქვეყნად მხოლოდ მკვდრებს აფასებენ, ალბათ მათი ძეგლებით აქ, მთელ ქალაქს გაავსებენ! ძლიერ მცხელა, რადგან გრძნობებს ვეღარ ვმალავ ძვირფასო! ალბათ შენზე ბევრი იტყვის, ანგელოზი მიყვარსო! სიცხეა, მე მკლავს შენზე ფიქრები, მე შენ არასდროს არ მავიწყდები. შენთვის მე სულ მაქვს თბილი სიტყვები, ვშიშობ, რომ შენით მე დავიწვები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.