შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ ტკივილსაც ხომ ქარი წაიღებს...

12-08-2018, 01:09
ავტორი Stranger things
ნანახია 1 683

ისე ვგდივარ როგორც დამტვრეული სათამაშო, ბალერინა რომელიც ძალიან მოსწონდათ მაგრამ ერთ დღესაც მას ფეხი მოსტყდა და აღარავის სჭირდება... სხვით ჩაანაცვლეს
ხანდახან მინდა ვიყვირო და გაგიბრაზდე...
და ვყვირი კიდეც...
გიყვირი რომ არ მჭირდები...სხვისი ხარ,მე კი აღარ მჭირდები!
ჩემს თავს ვაჯერებ რომ მორჩა.
შენც ხომ იცი არა?!
ვერასდროს დაგთმობ ბოლომდე... ტყუილად ვწვალობ.
ხანდახან მეც მიკვირს საიდან შემრჩა ბრაზის, მწუხარების, ტირილის, დარდის... ან თვით სიყვარულის უნარი...
მეზიზღები....სიგიჟემდე მძულხარ...
მეზიზღება და მძულს შენი სიყვარული!...მძულს რომ მენატრები
რადგან შენი ის გიყვარს...
მე კი...ვერასდროს ვიქნები ის...
ვერ წარმოიდგენ რა რთულია ერთდროულად, ამდენად გძულდეს და გიყვარდეს ადამიანი... ეს იმას ჰგავს როდესაც გინდა გაანადგურო... მის ძვლებს ხორცი მოაცალო ამდენი სიძულვილისგან და თან... კოცნით მოუშუშო თითოეული ჭრილობა რომელიც მიაყენე...
რას ვიზამ...
და რაცარუნდა იყოს ისევ ისე ვგდივარ...
მიტოვებული...დამტვრეული...
და მაინც არ ვიცი უფრო მძულხარ თუ სიგიჟემდე მიყვარხარ...
ერთი იცოდე...
ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს...
ჩემსავით ვერავინ ჩაგკიდებს ხელს...
ჩემსავით ვერავინ გეტყვის სიტყვა „მიყვარხარს" ასე ჭეშმარიტად...ნამდვილად...
დამიჯერე...ეს მაინც დამიჯერე...
მაგრამ...თან ვერავინ შეგიძულებს ისე როგორც მე...
ვერავინ მოგიღებს ბოლოს ისე როგორც მე...
ვერავინ გატკენს სულს ისე როგორც მე!
დამიჯერე...უბრალოდ დამიჯერე...
მოვა დრო და ეს სიყვარულიც დამავიწყდება... ქარში გაიფანტება და ჩემს სიძულვილს შეერევა...ერთ დღესაც მოგწვდება...
და იცი რაა?...
ვეღარ მიპოვი...ვეღარასდროს მიპოვი ისეთს როგორიც დამტოვე...
რადგან ვიცი რომ შენ ჩემი ტკივილის ფორმა ხარ...
და ისიც ვიცი როგორ უნდა ვმართო ის...
სამუდამოდ მეყვარები და მეძულები... სიგიჟემდე...
ხოლო როდესაც „სამუდამოდ" დასრულდება...
მაშინ ჩავიქნევ ხელს ჩვენზე....და ქარიც იმ დროს დაიწყებს ქროლვას...

ქარს მიაქვს თითქოს ჩემი ტკივილი
უშენოდ ვგდივარ „გულმოტეხილი"
სიტყვები ქრება რჩება ფერები
და, ერთ დღეს ვიცი დამავიწყდები.

დამავიწყდება მე ძველი დარდი
ამდენი ხანი რომ ვერ ვამბობდი
დამავიწყდება ის სიყვარული
ვერავის რომ ვერ ვუზიარებდი

დამავიწყდება მე ის ტკივილი
ამ საცოდავ ლექსს რომ მაწერინებდა
თვალზე შეშრება ტანჯულის ცრემლი
ამოშრობას რომ ასე ლამობდა

შენ ხომ არც იცი, ოხ რა ძნელია!
იცხოვრო ასე ამ ორი გრძნობით
შენ ხომ არც იცი როგორი რთულია
გიყვარდეს ის ვისაც არ ეყავრები

შენ ხომ არ იცი ეს რა რთულია!
ამდენად გძულდეს შენი გრძნობები
შენ ხომ არც იცი მე რად მიჯდება
რომ დაგიმალო ჩემი ცრემლები

მინდა გიყვირო და კიდეც ვყვირი
რომ არ მჭირდები, დამავიწყდები!
მეც ხომ ვიცი რომც შევიცვალოთ
ჩემი არასდროს აღარ იქნები.

და იმ დღეს ვიცი ქარი მიიღებს
ჩემს ტკივილს მხოლოდ შენ რომ გაიგებ
ვიცი სამყარო მეც შემიძულებს
და შენს ფერსაც კი თვითონ წაიღებს

ვიცი და მტკივა მე დაშორება
რადგან ცრემლები ისევ მასველებს
ვიცი მოვკვდები უშენოდ მაგრამ
ამ ტკივილსაც ხომ ქარი წაიღებს.

№1 სტუმარი Merry

ბარავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო(ერთი საათის შემდეგ)...ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო.ყოჩაღ,stranger things სიტყვები არ მყოფნის,რომ გადმოვცე ის აღტაცება რაც მე ახლა ვიგრძენი.დარწმუნებული ვარ თქვენი სახით საქართველოს ჰყავს მომავალი პოეტი და ასევე მწერალი.უნიჭიერესი პიროვნება ხართ.გადარეული ვარ თქვენი ამ ნაწარმოებით (ნუ სხვებითაც).არ ვიცი სხვა რა გითხრა,რადგან ჩემს ლექსიკონში არ მოიძებნება ისეთი სტყვები,რასაც თქვენ იმსახურებთ... თქვენი ერთ-ერთი ერთგული ფანი.წარმატებები თქვენს მომავალში,რომელიც აშკარად ნათელი და მეტის შემქმელი იქნება-მთელი საქართველოსთვის

შენს თითოელუ ლექსში გამოსახულია რისი თქმაც გინდაა,ძალიან მაგარი ხარ, ძალიან.
????????????????????????

[quote=Merry]ბარავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო(ერთი საათის შემდეგ)...ბრავო,ბრავო,ბრავო,ბრავო.ყოჩაღ,stranger things სიტყვები არ მყოფნის,რომ გადმოვცე ის აღტაცება რაც მე ახლა ვიგრძენი.დარწმუნებული ვარ თქვენი სახით საქართველოს ჰყავს მომავალი პოეტი და ასევე მწერალი.უნიჭიერესი პიროვნება ხართ.გადარეული ვარ თქვენი ამ ნაწარმოებით (ნუ სხვებითაც).არ ვიცი სხვა რა გითხრა,რადგან ჩემს ლექსიკონში არ მოიძებნება ისეთი სტყვები,რასაც თქვენ იმსახურებთ... თქვენი ერთ-ერთი ერთგული ფანი.წარმატებები თქვენს მომავალში,რომელიც აშკარად ნათელი და მეტის შემქმელი იქნება-მთელი საქართველოსთვის

შენს თითოელუ ლექსში გამოსახულია რისი თქმაც გინდაა,ძალიან მაგარი ხარ, ძალიან.

№2  offline წევრი Stranger things

შენს თითოელუ ლექსში გამოსახულია რისი თქმაც გინდაა,ძალიან მაგარი ხარ, ძალიან.[/quote]

მადლობა, scream არც კი ვიცი რა ვთქვა უბრალოდ უღრმესი მადლობა kissing_heart heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent