- ანგელოზი დედამიწაზე
			    
                    ჩემი ლექსები სულის ხმაა მუდამ რომ მღერის , შენი ლექსები გავაღმერთე (ჩემად ვიწამე) . ჩუმად გიცქერ და ეგ ღიმილი რარიგად გშვენის , უცნაური ხარ - ანგელოზი დედამიწაზე ! ვწერდი და ახლაც (როგორც ადრე) მემჩნევა დარდი , ვეღარ ვპოულობ დასაკრეფად შენთვის ლიანებს . ძლიერ მიყვარდი?.. არა უფრო ღმერთივით მწამდი , ახლა კი ჩემად ვეღარ ვგუობ ადამიანებს . ჩემო პოეტო ფურცელივით თეთრია ღამე , მთვარის სიშავე მაშინებს და გონებას ფანტავს . სიჩუმის ფონზე წაგეკითხა მინდოდა რამე , ის რაც არვისთვის წაგიკითხავს ადრე ჩემს გარდა . ვიღებ კალამს და ისევ შენზე დავწერო ვბედავ და მერამდენედ გავათეთრე ღამე ლოცვისას . ხელით დაუთვლელ სანთელს გინთებ ტაძარში კენტად , (თითქოს უვადო) ვადაგასულ სიყვარულისგან . ვზივარ და ისევ ძველებურად გავცქერი კედლებს , დგას რომ მისმინოს და არასდროს იღლება ჩემით . სხვა პოეტები როცა ნაცნობ გრძნობებზე მწერენ , თვალწინ მიდგება შენი სახე... თითები... თმები... ვხვდები ვერასდროს შევადარებ შენს ხმას სხვის ნიავს ნიავს , ისე ვერავინ გამაღიმებს როგორც გჩვევია . შეგიყვარე თუ გაგაღმერთე იქნებ შენ მითხრა , განა სხვა ამგვარ სიყვარულზე ბევრი წერია ?! ჩემო პოეტო ფურცლებია ის 'ვინც' სულ მისმენს ზეცად საფრენად პაწაწინა გავშალე ფრთები . ლექსის ბოლოს კი სადაც ყველა ავტორს უთითებს , მე უნებურად გამუდმებით შენს სახელს ვწერდი . ჩუმი 'პოეტესა'  | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
			გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
        
            
    


