შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით არეული...


31-08-2018, 03:00
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 557

ვერ აღვწერ რა განვიცადე
სიხარულით დავიცალე,
დიდი ხანი რომ ვიცადე
სწორედ ახლა გავიხარე....

როცა სითბო გამიყავი
თითქოს შენ ის არ იყავი
როცა გულში ჩამიხუტე
ამ დროს სულიც ჩამიხუთე...


მიხვდებოდი,რომ მიცნობდე,
ჩემი სუნთქვა რომ გიწოდე
შენთვის ცეცხლში რომ ვიწვოდე
არ ვინანებ,ეს იცოდე...

შენ ხარ ჩემი გულის არსი
დანარჩენი არის ფარსი
ვეღარ აღვწერ უკვე სიტყვით
არც ის ვიცი,თქვენ რას იტყვით...

გეტყვით,დღეა მშვენიერი,
რადგან მე ვარ ბედნიერი
მან მე გრძნობა გამიმხილა
ამით თავიც თან იმხილა...

მისი რამდენიმე სიტყვა
რაც იმ წუთას,ჩემთვის ითქვა
მან შეცვალა ყველაფერი
გალამაზდა ყველა ფერი...

სიყვარულით მოწამლული
და ღიმილით მოთაფლული
უიმისოდ ვერ ვძლებ,ვკვდები
მე ის მიყვარს,ამას ვხვდები...



ლექსის წაკითხვის შემდეგ შეიძლება თქვათ,რომ რაღაცები არეულად მაქვს,შემეძლო გამესწორებინა,მაგრამ ამ მომენტში იმდენად ბედნიერი ვიყავი,რომ გადავწყვიტე არაფერი შემეცვალა... ^_^



№1  offline წევრი ნორაგამი

ჩხრიკ'ინგ! + ♥

 


№2 სტუმარი luka

ლამაზი ლექსია

 


№3  offline წევრი sweetgirl

ნორაგამი
ჩხრიკ'ინგ! + ♥

❤️❤️❤️

luka
ლამაზი ლექსია

Madlobaa❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი keynso

ზუსტდ მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა,როცა წერ. რასაც გრძნობ გადმოგაქვს ფურცელზე,და ის რაც შექმენი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,და ვინც გულით წაიკითხავს შეიგრძნობს და მიხვდება.წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent