,,გარდაცვალებამდე"
სიკვდილმა იმდენჯერ შემეხო სულმა ვერ ჰპოვა ადგილი, მითხრა გამიშვი-დამტოვე, ინანე ცოდვა მარტივიც! სხეულმა ლტოლვა დამიწყო პულსიც აჩქარდა უცებად, ასე რა ამაღელვებდა სათუთად, ასე უეცრად?! გრძნობები უფრო მძაფრდება თითები ტკივილს არ წყვეტენ, ერთი სული მაქვს გავბედო, ერთი სული მაქვს გავჩერდე! ცოდვებმა გახსნეს ჭიშკრები გაფრენა იყო მიზანი, მე ისე მსიამოვნებდა თავისუფლების ნიშანი. მწარე რწმენამაც მიწამა სხვა რწმენამ ვერ ამიტანა, სითბოც სულ ხშირად ვარიგე ცუდი მე სულ შორს წავიღე. მე იცი რა არ მიწოდეს და იცი რა არ მაკადრეს, მაგრამ მაინც ვერ შემცვალეს მაგრამ მაინც ვერ დამაკლეს. მერე ვინანე ცხოვრება შევწყვიტე ფიქრი-ოცნება, ვიცი მშვიდს ვერსად მნახავენ და ლექსებს ჩემსას ლახვრავენ! სულ მთა და ბარი ვიარე ორგული არ ვაღიარე, ეს ლექსი ლექსად დარჩება ეს სული სულ გადარჩება. მე სანამ ვიტყვი ვიწამე და სულ მიმიღებს მიწა მე! ვიცი, წყალს ღვინოდ ვერ ვაქცევ, თუმცა ზურგს არას შეგაქცევ! სადაც არ ვიტყვი გიწამე ზუსტად იქ გარდავიცვალე..! დავწერე 2018 წლის 1 სექტემბერს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.