მე და ჩემი სიყვარული
გული ნაღველით დამძიმდა, ჩემი წლები კი გაფრინდა. აქ ერთი გრძნობა ატირდა. შენს გარდა არვინ არ მინდა! გაურკვეველ პიროვნებას ეს წერილი მივწერე. ალბათ, ჩემთვის იმ ოცნებას გული რომ დავისერე. ცოტა ხნის წინ მითქვამს ერთი: "მთავარია ლექსები." აი მოწმე ხომ არს ღმერთი, მიყვარხარ და შეგხვდები! მე მხოლოდ მაქვს იმის დარდი, ამ ყველაფერს ვერ ხვდები. მე ჭრილობას დიდხანს ვკრავდი, შენს სითბოს ვერ შევწვდები. მაგრამ ვიცი ვერასოდეს დაგივიწყებ მშვენიერო, მაგ ნამდვილი სილამაზით ბედნიერო, ბედნიერო. გამუდმებით შენზე ვფიქრობ და ვინ იცის როდის გეტყვი, შენზე გრძნობით ნაწერ ლექსებს სიყვარულო სულაც ვერ ვთვლი. სიყვარული მხოლოდ ერთი, ხომ ხარ მხოლოდ შენ. შენ ხარ მხოლოდ ჩემი ღმერთი და გულს შენ კვლავ მტკენ. მე მივდივარ მტკვრის პირას და ვაპირებ სიკვდილს! შენ გამაწნი მე სილას, გრძნობისადმი მიძღვნილს! იმედი მაქვს მომკლავენ და სუიციდს ავცდები. ვიცი გულს დაბომბავენ, კვლავ სიყვარულს ავყვები. "ყველაფერი ჩაივლის შევეგუოთ ბედს, ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს" იცოდე, რომ შენ ჰგავხარ თეთრ უცოდველ გედს, მაგრამ შენ არ მაჩუქებ სიყვარულის ქვებს. ჩარკვიანი არ ვარ, მაგრამ ერთი გოგო მეც მიყვარს. შენ ქეთათო არ ხარ, მაგრამ მე შენ გეტყვი ერთ სიტყვას: "ერთადერთი რჩეული ხარ, ამიტომ ვწერ შენზე და მე სანამ ცოცხალი ვარ ვერ ვიფიქრებ სხვებზე!" მინდა გთხოვო შემდეგ სტროფში ნახო შენი სახელი. ტაეპთა პირველ ასოში შენ ხარ წმინდა სანთელი. ასეთ გრძნობას გპირდები, მსგავსს ვერ ხვდები ვერსად. ნაზ, ლამაზ მსგავს სიყვარულს შენ ვერ ნახავ ქვეყნად. ნანატრი მაქვს ეს გრძნობები მხოლოდ, მხოლოდ შენგან. ამ გრძნობას ვერ დაინახავ, რომც ეძებო ყველგან. გული ნაღველით დამძიმდა, ჩემი წლები კი გაფრინდა. აქ ერთი გრძნობა ატირდა. შენს გარდა არვინ არ მინდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.