შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამიბერდა გული!


10-09-2018, 23:20
ავტორი margaret
ნანახია 1 442

გული დამიბერდა მგონი,
ყელში მომდგომია ხველა,
შენთან წაგებული ომი
და ეს ნატყვიარი ყველა

ისე არ მიციებს ფილტვებს,
როგორც შენი აქ არყოფნა.
"თურმე მოგონებით ივსებ
იმ მომავალს, რაც არ მოხდა."

გული დამიბერდა მგონი,
რადგან შევეჩვიე წასვლებს.
ყველა დაწერილი ტომი
მინდა ქარის მოსვლას ჰგავდეს,

როცა წვიმს და შუაღამით
ღვინოს სურნელება მათრობს.
დამარწმუნე, თუნდაც წამით,
რომ ჩემსავით არ გედარდოს

შენი ჩემთან აქ არყოფნა,
ყველა წაგებული ომი,
ყველაფერი რაც არ მოხდა...
(გული დაგვიბერდა მგონი.)



№1  offline წევრი sweetgirl

Momwons❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent