შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვილის სუნი აქვთ ცოცხლად მოკლულ დედის საწოლებს


17-09-2018, 21:50
ნანახია 1 727

შეგიმჩნევიათ შვილმკვდარ დედებს
როგორ გავყურებ,
თითქოს მეც მათი ნაბოლარა
ქალიშვილი ვარ.
ღმერთო დედობის სასწაული
თუკი არგუნე,
მაშინ ყოველღამ საფლავებზე
რატომ მიდიან.

სევდა რატომ აქვთ მუდამ მღიმარ,
დიდრონ თვალებში,
რატომ ტოვებენ უიმედოდ მუდამ
კარს ღიას.
რატომ ცოცხლობენ ვეღარ განცდილ
განვლილ წამებით
ან შვილის ხმები რატომ ესმით
მეწამულ ციდან.

რა სამართალი, რა სიმშვიდე...
ტყვეა ცხოვრება,
სხვა რა ვიკითხო დასტირიან
შვილებს მშობლები.
ძალა აღარ აქვს სულში გამჯდარ
დედის ლოცვებს და
ვფითრდები ღმერთო როცა ვგრძნობ თუ
როგორ გშორდები.

ღმერთო! დედები სიცოცხლეში
რატომ კვდებიან,
რატომ აწყდება უწერ კანონს
შავი მძივები.
რატომ არ ხდება ისე როგორც
ყველგან წერია,
რომ აცილებენ გარდაცვლილებს
ზეცად შვილები.

მინდა რომ მთელი დედამიწა
ორად გავხლიჩო,
შვილთან შეხვედრის ლოდინში
რომ ღამეს ასწორებს.
მათთვის ცხოვრება რაღა არის,
ანდა რა იყო,
ჩვილის სუნი აქვთ ცოცხლად მოკლულ
დედის საწოლებს.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი sweetgirl

Au dzalian dzalian magari leqsia ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი შარლოტა

დედაჩემს წავუკითხე ეს ლექსი როგორც კი ვნახე, რადგან მანაც დაკარგა ცოტა ხნის წინ შვილი, მე კი ძმა. ორივე ერთად ვკითხულობდით და ორივეს ერთად გვისველებდა ცრემლები თვალებს.
ყველაზე მაგარი ლექსია რაც კი წამიკითხავს ოდესმე.
მე შენი ლექსი ტელეფონშიც შევინახე რომ არასოდეს დამავიწყდეს შენი სახელი ჩემო პოეტესა და შენმა ლექსმა მინდა ტკივილი გამახსენოს მაგრამ არ დავეცე და უფრო გამაძლიეროს.
წარმატებები შენ..
ჩემო პოეტესა!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სადღაც ძალიან ჩამწყდა ვენები..
შეულეწ ტროას ცხენი აჩუქეს,
რა სათუთია, როცა ვედრებით,
მწვანე ტირიფი ღრუბლებს აჩუყებს...

 


№4 სტუმარი ნა ნა

საოცარი ლექსია ძვირფასოო????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent