შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და დრო


20-09-2018, 18:21
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 493

დრო მიდის, მაგრამ არ მივყვები დროს.
მე მივდევ საშინელ, სისხლისმღვრელ ომს.
ზოგ ლექსთა ფონზე ამბობენ:"თმობს!"
მე მხოლოდ შენი გული მათბობს!

აქ არ არსებობს გალაკტიონი,
ოჰ ჩემთვის შენ ხარ აქ ალიონი.
არ არსებობენ ლამაზმანები
და მე შენით ვარ განაწვალები.

მე ვარ შენი მონატრების უდიდეს ქარცეცხლში.
ვგრძნობ, რომ მინდა შენი ნახვა და ვარ მკვდართა ლეშში.
სიკვდილის წინ მცირე ღვინოს ან ამ არაყს დავლევდი.
სიკვდილამდე ალბათ შენთვის მე ბევრ რამეს დავწერდი.

ვიცი, ვიცი რომ მე მალე სამუდამოდ გავქრები.
მანამდე კი ბევრს დავლევ და მე საშინლად დავთვრები.
ალბათ, როცა დაგინახავ ნაყინივით დავდნები.
იცოდე, რომ მხოლოდ შენთვის მე ყველას შევაკვდები.

"სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ,"
გრძნობები კი შენთან შეხვედრას ლამობენ.
ეს ჩემი აჩრდილნი შენს გრძნობებს ნატრობენ,
გულში კი რითმები ჩქარობდნენ, ჩქარობენ.

მივდივარ, მიმაფრენ გრძნობების მორევში.
შენდამი შეცდომებს შევეშვი, მოვეშვი.
ვიცი, რომ შენთვის სულ არ მაქვს ფასი,
მაგრამ მე გრძნობები მაქვს დასახაზი.

"მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო."
მე შენგან არ გავქრები რომც არ დამინდო.
როგორ მინდა, რომ ეგ გული სულ მე გაგითბო.
ცეცხლის ალი შენში ერთხელ ჩემთვის ავინთო.

დრო მიდის, მაგრამ არ მივყვები დროს.
მე მივდევ საშინელ, სისხლისმღვრელ ომს.
ზოგ ლექსთა ფონზე ამბობენ:"თმობს!"
მე მხოლოდ შენი გული მათბობს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent