შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაგერიე როგორც ქარი...


21-09-2018, 14:25
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 442

შემოვათენდი ისტორიის ფურცლებს დანაღმულს,
და მე ვეღარ გგრძნობ უშენოდ დრო როგორ გავიდა,
ამ არეული გრამატიკის ცრემლში დაჭრილი,
მრავალტაქტიან ტრაგედიას ვიწყებ თავიდან...

შემომათენდი წუხელ როგორც ივნისს ივლისი,
ჩაგიკარ მკერდში, რა ვიცოდი ფიქრით სად იყავ,
რომ ბაბილონის ჯურღმულებში ბნელთან მიგიშვი,
და რომ ჯერ კიდევ ეგ თვალები მთხოვს რომ გაგიშვა..

სისხლში ჩამხრჩვალთა აგონიას გავკარ ქიმუნჯი,
ვნების ქარცეცხლში თუ იპოვი დემონს ადვილად,
შემომცქეროდა ბნელეთიდან ფაუსტის ფუნჯი და
მის მკლავებში ჩაცეცხლფერფვლვა გაგიადვილა...

ვწერდი სტრიქონებს, სისხამ დილა ვნებით გადაღლილს,
ნამქერ თითებზე უაზრობის ღველფი დაძრწოდა,
და შენ უმიზნო ქარცეცხლებით აღარ გადაგღლი,
რომ იაგუნდის სასახლეში შეძლო ჩაწოლა...

გამოიძახებს ბაგეები დილას შეფოთლილს,
და ღამის ბინდი დაეცემა მუხლთან შეშლილი,
ვიცი რომ მოხვალ, და რომ მოხვალ, უხმოდ შემოდი
და სავარძელში ჩაესვენე როგორც ჩერჩილი...

აღარ მყავს მუზა, აღარ ვეტრფი ატმის ბაღდადებს,
და უშენობას უმუზობაც დაუწყევლია,
რომ ის სიმართლე, რაც გაჩუქე, ზეცად ღაღადებს,
და ერთგულების ჯილდო თურმე მხოლოდ ცრემლია..

გავყვები ფიქრებს საღამო ხანს ვნებააშლილი,
და მიმიყვანენ ოცნებები შეშლის კბოდესთან,
მომეფერება შენი თმები ქარში გაშლილი,
და მარტოსული გიღალატებ ვერხვის ფოთლებთან..

გამყვება ცისკენ ვერხვის ფოთოლთ თეთრი ლაშქარი,
ან ვინ რა იცის მიმავალი მე რას განვიცდი,
შემომაფხრიწეს მსაჯულებმა, ლექსად აშალეს
სურნელი თეთრი ქლიავისა, როგორც ლავიწი..

ნურსად ნუ წახვალ რომც არასდროს არ დამავიწყდე,
შენს სიახლოვეს არ გაჩნდება ჩემი ხატება,
თავი მიეცი ნეტარებას, დაე დაჰვიწყდეს,
რაც აღარასდროს აღარცერთს არ მოგვენატრება.

დავბორიალობ ლურჯ ციაგში როგორც არწივი,
რომელსაც გუშინ გულისსწორი ტყვიით მოუკლეს,
გადაგერიე როგორც ქარი, ისე გავცივდი,
რომ ვერასოდეს ვერ მიწოდოს ვერვინ მეუღლე...



№1 სტუმარი სტუმარი Lea

მონატრებულზე ყველაფერი საოცრად ტკბილია))არ შემიძლია შენსავით რითმებით გადმოვცე შენი დაბრუნებისგან გამოწვეული სიხარული,მაგრამ ჩემი გულწრფელი სიტყვებით შემიძლია შეგაქო და წარმატებული,ბედნიერი და სიყვარულით სავსე მომავალი გისურვო! გყვარობს ლეა))

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
მონატრებულზე ყველაფერი საოცრად ტკბილია))არ შემიძლია შენსავით რითმებით გადმოვცე შენი დაბრუნებისგან გამოწვეული სიხარული,მაგრამ ჩემი გულწრფელი სიტყვებით შემიძლია შეგაქო და წარმატებული,ბედნიერი და სიყვარულით სავსე მომავალი გისურვო! გყვარობს ლეა))


დიდი მადლობა ლეა, ძალიან მიხარია რომ ასე მელოდებოდი, მეც მიყვარხარ ძალიან ძალიან )))

 


№3 სტუმარი სტუ მარი

ძალიან ზალიან მაგრად წერ ლაზარე გასაოცრად❤სრულყოფილი და კარგია

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუ მარი
ძალიან ზალიან მაგრად წერ ლაზარე გასაოცრად❤სრულყოფილი და კარგია


ძალიან დიდი მადლობა. სრულყოფილი არაფერი, მაგრამ მეამაყება ხოლმე როცა შეფასებაში ამ სიტყვას ვხედავ.
მადლობელი ვარ რომ კითხულობ ჩემს ლექსებს და მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent