შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცლი და ოთახს მიცლი

21-09-2018, 19:09
ავტორი bla.ell
ნანახია 1 924

დევს ხერხემალი სკამზე,
იმტვრევა ყველა მალა
მე ვოცნებობდი სხვაზე
ჰოდა ასრულდა მარა...

ასრულდა მხოლოდ ფიქრი,
სურვილები ხომ არა,
ათასი აზრი "მიქრის"
ჩემთან ჩერდება განა...

ვწყვეტ ჩუმად კაკუნს კარზე
მთვარე ღამის ცას რკალავს,
მეფრქვევა სუნთქვა კანზე,
ვერ ვაწერინებ კალამს,

აწვება თვალებს ნისლი
გარეთ ნათოვლარს ვკვალავ,
"ისვრი" და ხელებს ისვრი
უამრავ ღიმილს მპარავ.

გული იცლება სისხლით,
ვშლი სიბნელეში კარავს,
ვუცდი უძილოდ მზის სხივს,
ოდნავი სითბოც კმარა.

დავდივარ ათი მიზნით,
ათივე მხრებით დამაქვს,
(ჰო და ხანდახან კისრით)
ვათრევ დარდს როგორც "თალამს",

ღამით ვარსკვლავებს დავსდევ,
დღისით ცრემლის ზღვას ვმალავ,
აღარ ავყვები განცდებს,
არ დავბრუნდები მანამ

სანამ ქარი თმას მიშლის,
მეხსნება თავის ქალა
იცლი და ოთახს მიცლი,
ხეები ჩუმად დგანან...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell
ტკბილებოო,მომენატრა ჩემი თბილი სახლი და თქვენი ყოველი კომენტარი ❤❤❤მადლობა ყველას წინასწარ❤❤

№1  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან მომწონს ))<3

№2  offline მოდერი Queenofmoon

მოკლედ კიდევ ერთხელ უნდა დავტოვო კომენტარი....ყველა ლექსი წავიკითხე,ამ ლექსმა მაიძულა,შენი შემოქმედება წამეკითხა და ღმერთო ჩემო,დამეფიცება ასე არავის ლექსი მომწონებია.
უნიჭიერესი გოგო ხარ,საოცარი...როცა რაიმე ძალიან მომწონს,ისტორიაა ეს თუ ლექსია,სიტყვებს ვერ ვუყრი ხოლმე,იმიტომ რომ შენმა ლექსებმა არ ვიცი,მომაჯადოვა..მიძინებული გრძნობები გამიღვივა,ბევრი რამ და "ვინმე" გამახსენა,არასდროს შეწყვიტო წერა,რაც არ უნდა მოხდეს,გთხოვ.
შენი ლექსები აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ,რადგან ამას მართლა იმსახურებ... ეხლა გულისფანცქალით დაველოდები შენს ახალ ლექსს,ყოველ დღე შევამოწმებ.. კიდევ ერთხელ გეტყვი,საოცრება ხარ.

№3  offline წევრი sweetgirl

El,chemo sayvarelo,sheudzlebelia sheni leqsebis wakitxva emociebis gareshe ❤️Ar vici ramdenjer unda gitxra kidev,rom gasaocari xar,magram kidev bevrjer gagimeoreb rom vgijdebi shenze da shens shemoqmedebaze❤️❤️

№4 სტუმარი სტუმარი Lile-eli

აი რა ზუსტად გამოჩნდით, ჩემს განწყობას, რომ შეესაბამება ის არის...
შეუდარებელი ხარ როგორც ყოველთვის.

№5 სტუმარი სტუ მარი

მემგონი შენი რამდენიმე ლექსი ვიცი კარგად წერ და ეს ლექსიც ძალიან კარგია❤

№6  offline წევრი luana

ძალიან ძალიან მომეწონაა! ბევრჯერ წავიკითხე და კიდევ წავიკითხავ <3

№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო

№8  offline წევრი ივი

რამაგარიააა <3

№9  offline წევრი კეკბეჩო

ასეთი ჯერ არაფერი წამიკითხავს ❤❤❤ ძალიან მაგარი ლექსია ❤❤❤

№11  offline წევრი M-morieli

ვაიმეე ვგიჟდები მე შენზე <3 ჩემი საყვარელი მწერალი ხარ.აი სიტყვები არ მყოფნის მართლა.წინა ლექსიც არ გამომიტოვებია უბრალოდ ბეღარ დავაკომეტარე <3 ბევრი უნდა გვყავდეს ქაეთველებს შენნაირები <3 მეტი არვიცი ამრთლა რა ვთქვა სასწაულადწერ <3

№12 სტუმარი სტუმარი პოეზია

ელ შენ ხარ ნიჭიერების თაიგული. ყველა იშვიათი ნიჭია შენში გაერთიანებული მართლა საოცარი ლექსია, ისეთივე კარგი როგორც სხვა ლექსებია. განსაკუთრებით მომეწონა ეს ნაწილი ისვრი და ხელებს ისვრი უამრავ ღიმილს მპარავ" კარგი რითმა და შედარებები იყო მომეწონა ასე გააგრძელე

№13  offline წევრი koko13

ძალიან კარგი ლექსია ელ

№14  offline მოდერი bla.ell

koko13
ძალიან კარგი ლექსია ელ

მადლობა დიდი მიხარია რომ ჩემ ლექსებს ჯერ კიდევ კითხულობენ ამ საიტზე და ამის მაგალითი შენ ხარ<3<3

№15 სტუმარი ორჯერ ორი ოთხია და ვითვლი ნაბიჯებს

ეთო ყველა ლექსი რომ თავისებურად კარგია. იმხელა სამყარო გაქვს შენს თავში რომ კოსმოსიც ვერ დაიტევს. საინტერესოა შენი აზრით კოსმოსის იქეთ რა არის?

№16  offline მოდერი bla.ell

ორჯერ ორი ოთხია და ვითვლი ნაბიჯებს
ეთო ყველა ლექსი რომ თავისებურად კარგია. იმხელა სამყარო გაქვს შენს თავში რომ კოსმოსიც ვერ დაიტევს. საინტერესოა შენი აზრით კოსმოსის იქეთ რა არის?

ამოცანები ამოხსნას კი კვლავაც ითხოვენ?! რატომ ეს სახელი...
მადლობა შექებისთვის❤️ მარტივად რომ ვთქვათ და ახალი სიტყვის ძიება არ იყოს საჭირო ლექსიკონში ან ახლის შექმნა...მაშინ უნდა ვთქვათ რომ ყველაფერი რაც კოსმოსის იქეთაა თავად კოსმოსია, რადგან კოსმოსია ჯერ ჩვენთვის უსასრულო და უწყვეტი...

№17 სტუმარი ჩვენ ორის ირგვლივ უჯრებია გადაწეული

bla.ell
ორჯერ ორი ოთხია და ვითვლი ნაბიჯებს
ეთო ყველა ლექსი რომ თავისებურად კარგია. იმხელა სამყარო გაქვს შენს თავში რომ კოსმოსიც ვერ დაიტევს. საინტერესოა შენი აზრით კოსმოსის იქეთ რა არის?

ამოცანები ამოხსნას კი კვლავაც ითხოვენ?! რატომ ეს სახელი...
მადლობა შექებისთვის❤️ მარტივად რომ ვთქვათ და ახალი სიტყვის ძიება არ იყოს საჭირო ლექსიკონში ან ახლის შექმნა...მაშინ უნდა ვთქვათ რომ ყველაფერი რაც კოსმოსის იქეთაა თავად კოსმოსია, რადგან კოსმოსია ჯერ ჩვენთვის უსასრულო და უწყვეტი...

დახაზულ წრფეზე ერთ წერტილზე შუქი ჩამიჭრეს და ნაშთად შემრჩა უსასრულოდ სამი წერტილი........

ჩვენ ორის ირგვლივ უჯრებია გადაწეული

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent