შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლივლივებდნენ სილურჯეში გედები

28-09-2018, 22:16
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 339

სილურჯეში ლივლივებდნენ გედები,
ფანტელივით ყელის ნაზად მოდრეკით,
არ მაძლევდნენ გზას ლიანთა სედები,
ცხოვრებისგან წელში ოთხად მოდრეკილს...

ლივლივებდნენ ფირუზებში გედები,
ნისლში ნელა ირწეოდა დაისი,
საფლავებთან თავმოხდილი დედები,
ლოცულობდნენ ნაცრისფერი ხალისით..

გამოკრთოდა ლუსკუმებში სითეთრე,
ფრიალებდა აწყვეტილი ოლარი,
ის ცრემლები, თმა რომ გადაგითეთრეს,
ბრმა სარდაფში შევიტყუე.. მოვკალი...

დამათენდა შენი ნაზი ღიმილი,
ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა,
ახლა როცა მალე მოვა სიკვდილი,
ვერაფერს ვგრძნობ, რეალობა გაჩერდა...

ნუ გეშინის, ნუგეშინისმცემელო,
მოფრინდება მოლივლივე იმედი,
ახლა მივხვდი, რომ იმისთვის ვიყავი
სადამომდეც თავის დროზე მივედი...

გაეხვევა ბაგეებში სილურჯე,
და სითეთრე ამიტაცებს ზღვისფერი,
არ იდარდო, სამუდამოდ ვიყუჩებ,
როცა მწვანე ნაპირებზე მივწვები..

ლივლივებენ სილურჯეში გედები,
და ჩემს ხელებს შეღებავენ იისფრად,
დაიჯერებ?! როგორც იქნა ვბერდები,
და მოვკვდები ჩემო სულის თილისმავ..

არ იქნება ღვთაებრივი გარდაქმნა,
ჩემი ომი უკვე მორჩა, დასრულდა..
და ის რასაც ასწლეული გადაჰყვა,
როგორც იქნა ვიპოვე და აღსრულდა..

ლივლივებენ სილურჯეში გედები
ვაჭყაპუნებ ფეხებს წყალში სარკის წინ,
ვეღარ მოვალ და ვერ მოგეფერები,
მიმიხმეს და სულო.. ნუღარ დამიცდი...

№1  offline წევრი sweetgirl

Dzalian dzalian dzalian kargi iyo❤️❤️

№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგი ლექსია ❤️
ლივლივებდნენ სილურჯეში გედები...
--------------------
When nothing goes right, go left!

№3 სტუმარი სტუმარი Lea

ბედნიერებაა,როცა ხედავ ადამიანს შრომა უფასდება. შენზე არანაკლებ მე მიხარია ასეთი თბილი დამოკიდებულება შენი შემოქმედების მიმართ. იმდღეს,როცა ყველაზე მეტად მიჭირდა,მაშინ, პირველად,სრულიად შემთხვევით წავიკითხე შენი ლექსი და მას შემდეგ არცერთი არ გამომიტოვებია,რადგან ყოველთვის არის მათში რაღაც ჩემეული. ყველაზე მაგარი შეგრძნება კი სწორედ ისაა,როცა აღმოაჩენ სრულიად უცხო ადამიანში იმას,რაც შენთვის ძვირფასია...)))

№4  offline წევრი luana

ვაიმე მე რომ ვეჭვიანობ?? რომ ვნახე ლექსი უკვე იყო ორი კომენტარი და ვეღარაფერი დავწერე, გავბრაზდი :(( თან მიხარიაა ასე რომ გაქებენ, თან არ მემეტები საზიაროდ.
ძალიან კარგი რომ ხარ უკვე გითხრეს და აღარ გავიმეორებ, თან ეს შენც კარგად იცი.(გეტყობა)
უბრალოდ ხშირად წერე, და ბევრი წერე, და ასე კარგად წერე.

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ვაიმე მე რომ ვეჭვიანობ?? რომ ვნახე ლექსი უკვე იყო ორი კომენტარი და ვეღარაფერი დავწერე, გავბრაზდი :(( თან მიხარიაა ასე რომ გაქებენ, თან არ მემეტები საზიაროდ.
ძალიან კარგი რომ ხარ უკვე გითხრეს და აღარ გავიმეორებ, თან ეს შენც კარგად იცი.(გეტყობა)
უბრალოდ ხშირად წერე, და ბევრი წერე, და ასე კარგად წერე.

ეჭვიანობა რა საჭიროა, განა ჩემი ლექსები ყველას არ ეყოფა? ათას ხუთასზე მეტი ლექსი მაქვს. საეჭვიანო კი არაფერია.
რაც შემეხება მე, იყო დრო, როცა კარგად ვწერდი და ეს ვიცი. მაგრამ კარგად ვწერდი იმიტომ რომ იყვნენ ისინი, ვისთვისაც ვწერდი კარგად. თუ ახლა თქვენ იქნებით ისევ კარგად დავწერ. ხომრობა იქით იყოს, მაგრამ როცა გამიცნობთ, ვიცი, ეჭვიანობა აღარ მოგიწევთ, თანაც ცხოვრების მუზა პოეტმა უნდა აირჩიოს და არა პირიქით. მე კი არ მგონია რომ შანსი ან გეზრდება ან გიმცირდება როცა სხვაც მაქებს.
იყავი უბრალო და კეთილი და მილიონ გოგონასაც რომ მოვწონდე შენ იქნები პირველი. ეჭვიანობა კი მე მომანდე, დამიჯერე, ცხოვრებაში ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს.

№6  offline წევრი luana

ლაზარე 13

აქ აღარ გიპასუხებ ეჭვიანობაზე :დ
და ეგ ათას ხუთასი ლექსი სად შეიძლება რომ ვნახო? :დ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent