შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი რომ


3-10-2018, 13:36
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 304

ვიცი, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით,
მაგრამ სულ ცოტანი, ცოტანი ვცხონდებით.
ვიცი, რომ გრძნობისგან ყველანი დავთვრებით
და გრძნობის საფლავთან ყველანი დავწვებით.

ვიცი, რომ ამ გრძნობას სულ არ აქვს ასაკი
და შენ რომ გიყვარვარ არს იგავ-არაკი.
ვიცი, რომ სიბნელეს მე მიმცა ცხოვრებამ,
მტკვარში მომისროლა გრძნობის გაოხრებამ.

ვიცი, რომ ოდესმე სულ მარტო დავრჩები
და მე ამ ხალხისთვის უჩინრად გავქრები.
ვიცი, რომ მაგ ტყვიით გამიხვრეტთ შუბლს
იტყვით: "ვით ცოცხალი მკვდარიც კვლავ დუმს."

ვიცი, რომ შენ მე გამაწნი სილას!
მაგრამ მე ვიტყვი:" გამიშვით, მიყვარს!"
ვიცი, რომ ოდესმე ჩამარტყამ მახვილს,
მაგრამ ეს სხვა გრძნობას მაინც ვერ გახსნის.

ვიცი, რომ ვერასდროს ვერ გპოვებ ანნა,
თუმცა მე ამ ლექსმა შორს წამიყვანა!
ახლა კი წავედი, ეს ბოდვა მორჩა!
ვგონებ, რომ არფერი მე არ გამომრჩა!



№1  offline წევრი luana

სულ უფრო და უფრო მომწონხარ <3 ძალიან ლამაზად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent