გლეხი ქალი
მომენატრეთ და ვეცდები სულ მალე დაგიბრუნდეთ ჩემი ახალი ნაშრომით რომელიც უკვე წერის პროცესშია,რაც შეეხება დღევანდელ ჩემს გამოჩენას,თხოვნით მოვედი ჩემო მეგობრებო.თხოვნა კი ისაა ყველამ წაიკითხოს ახალგაზრდა და ჯერ ყველასათვის უცნობი ქალბატონის შემოქმედება,რომელსაც არ სურს თავისი ვინაობის გამხელა და ჩემი სურვილით მე მას დავარქვი ,,გლეხის ქალი''.ეს ნიჭიერი ახალგაზრდა დღემდე ჩრდილშია და გადავწყვიტე აქ დავდო ჩემს გვერძე რამოდენიმე მისი ლექსი,მინდა ყველამ იხილოს მისი შემოქმედება და სტმული თქვენგან და ჩემგან აიღოს.გთხოვთ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ და ორიოდე სიტყვით შეაფასეთ მისი შემოქმედება,მადლობა ყველას ვინც კი გამოგვეხმაურება. ... ... ჩემში გარდატეხა ხდება, სულის გაორებას მე ვგრძნობ. როგორც დღეს, ღამე მოსდევს სულშიც ამდაგვარად ბნელობს. ერთი კეთილია ცამდე, მეორე სიბოროტეს ჩემობს, სხეულს ანაწევრებს დარდი სულშიც გაორება მეფობს. ღმერთო გამიწმინდე სული, გულს გამოშორდი დარდო. შენი 10 მცნება ღმერთო რომ არ დამავიწყდეს ვნატრობ. ... ... გარითმო გრძნობები ფიქრები აზრები, ზუსტად გადმოსცე სათქმელი გულისა. ძნელია დააწყო ცხოვრება რითმებში, და უფრო ძნელია აღწერა გრძნობისა. ცხოვრება სულერთი წუთი და წამია, გრძნობების ქარავანს მივცეთ გასაქანი, თორემ ვინიცის ხვალ იქნეს გვიანი. გარითმო ცხოვრება ლექსად იოლია მაგრამ ცხოვრებაში ძნელად გასატანი. ... ... შეხედავთ რა ქალია,კალმით ნახატია თვალებში ჩახედავ და სევდა ჩახატვია. ღიმილსაც შეხედეთ რა საოცარია, გული სევდით სავსე, მაგრამ ამაყია. ქალი ქალია და კალმით ნახატია, თითქოს ნაზია,მაგრამ ბევრის ამტანია. ამაყი,უდრეკი რქებით გამტანია, არადა შეხედეთ ქალი რა ნაზია. ველოდები თქვენს გამოხმაურებას,მივცეთ სტიმული ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს ამ ყველაფერს კი თქვენი გამოხმაურებით და შეფასებით გავიგებთ,მადლობა ყველას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.