პოეტზე შეყვარებული
გაჩერებულმა გულმა შენ გამო იწყო ფეთქვა, რა იქნებოდა ერთხელ, სულ ერთხელ, ჩემთვის გეთქვა. რომ მე ვარ ის ყვავილი, რომ მე ვარ ის ყაყაჩო, აი ის ლექსებს რომ წერ, რომ ფიქრობ სად დამალო. იქნება სულაც ვერ გრძნობ, როგორ მოველი შენგან, რომ მომეფერო სიტყვით, რომ წამიყვანო შენთან? იქნება სულ არ გინდა მინდორს მომწყვიტო ტიტა, რაღას მაჯერებ მაშინ ყვავილს, რომ ჩემთან გინდა? რაღას მატყუებ იას, რომ შენ წამიყვან სახლში? რატომ ამბობ, რომ მუზად მე გაგჯდომივარ ტანში? რატომ გინდა რომ ისევ გეტრფოდე, შეგნატროდე? რატომ არ მაცდი ისევ ჩემიანს, რომ ვეტრფოდე? რატომ მაჯერებ მაშინ, რომ შენთვის მეც ბევრს ვნიშნავ? რომ მე მომიძღვნი ლექსებს, რომ მუდამ ჩემთან გინდა? რომ მე ვიყავი შენთვის ყველა ყვავილი იმ დღეს, რომ სხვა არავინ გინდა ოდესმე შეგიყვარდეს. ჩემი ბრალია ალბათ, რომ ვიტანჯები ამდენს. ვერ შევიგნე, რომ ლექს წერ და მე არ მამკობ ასე. მაგრამ კარგია ხშირად ილუზიაში ყოფნა, რეალობა ხომ ასე ძლიერ მიწამებს ყოფას. პ.ს. თუ ჩათვლი რომ შენ მოგიძღვენი, ეს ასეც არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.