შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯნურის ჩამქრალი თვალები


24-10-2018, 16:15
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 342

სანთელი აღირსეს დღეობებს,
განლაგდნენ ვარსკვლავთა მწკრივები
ემთხვია ლაშარის ხეობებს,
ცვარი ვით ზურმუხტის მძივები,


და გაელვარებამ შავ თვალთა,
ჩოხებში შეყუჟა კალთები,
ნატიფთა ბაჯაღლო დალალთა,
ააჟრიამულა ბალღები.

ზურმუხტზე ღმერთები როკავდნენ,
ან ტომი სით ეთქმით ადამის,
მარწყვივით ტუჩები ტოკავდნენ,
როგორც საცეცხლურის ანჯამი..

ღმერთო შენ დალოცე ჩურჩულით ნათქვამი,
ერთობის ფიცი და ლოცვა,
ღამენათენები და უგზოდ ნასვამი,
შენს ხატზე ვლოცულობ როცა..

ჩაუცვამთ მთისპირებს ფოლადის ბეთქარი,
სამტროს მოელიან ამბავს,
საომრად წამყვება ეგ ტრფობა მედგარი,
საგმიროს დაგიწერს არაკს..

დასცვივა სისხლი მტრის თავებს,
ვითარცა მშობლის ცრემლები,
სარდლობას დილა ითავებს,
შევებმით, შემოგევლები...

ხმლები ჩაჰკოცნენ ერთმანეთს,
ერთურთს მოჰკითხვნენ ფარები,
ატირდებიან მომხდურთა,
დაობლებული ქალები.

მეც ვპოვებ ჩემებრ შესაფერს,
ვიშიშვლებ გორდას მადლიანს,
ვაი ქალს შენზე შენახედს,
და იმ დედის ხელს მადლიანს..

მიგორავს თავი ბუჩქნარში,
ბალახი სისხლით სველდება,
ო რამდენი მყავს მიზანში,
ო რამდენის მზე ბნელდება..

არაგვის პირას დაგიჭრეს,
აგდია ღალატიანი,
ფეხის ძარღვები გადუჭრეს,
ხმლით არ კი მოჰკლეს სვიანი..

სიკვდილი მოადგა მთის კალთებს ლელიანს,
ვაჟკაცის ალერსი სწყუროდა,
თვალთ უბნელდებოდა ბალახში ბნედიანს,
იმგვარი მიჯნური სტუმრობდა.

მილეულ გულისთქმას უსმენდა სიკვდილი,
არ თრთოდა, არცა რას ლამობდა,
ახრჩობდა მის თვალებს ცრემლების შიმშილი,
ვერ ტიროდა თუმცა ნანობდა.

ბურანი დააწვა მთის კალთებს
და მკვდრებმაც დახუჭეს თვალები,
გვამს გადაჰფენია ცის თაღზე,
მიჯნურის ჩამქრალი თვალები...



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Nisa Sa
უნიჭიერესი პოეტის კიდევ ერთი საოცარი ლექსი. ამ ავტორის ლექსებს ყოველთვის აღფრთოვანებული ვკითხულობ. წარმატებები


ჩემი ლექსების ხარისხი პირდაპირპროპორციულია ჩემი მკითხველის მაღალი დონისა და დახვეწილი გემოვნების, ასევე შესანიშნავი იუმორის. მადლობა თქვენ რომ არსებობთ heart_eyes

მალეფისენტი
შენ ყოფილხარ პოეტი პიროვნება რაა:დ
დაველოდები ხოლმე შენს მუზებს.


ვეცდები დიდ ხანს არ გალოდინო ხოლმე blush
მადლობა რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი Lea

რამდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ რიგი მიზეზების გამო, თუმცა გამიგია, რომ ჭეშმარიტი პოეტი გრძნობს ნამდვილი "მკითხველის" გულისთქმას. ჰოდა შენთვის მომინდია დასკვნები))

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
რამდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობ რიგი მიზეზების გამო, თუმცა გამიგია, რომ ჭეშმარიტი პოეტი გრძნობს ნამდვილი "მკითხველის" გულისთქმას. ჰოდა შენთვის მომინდია დასკვნები))


მე შენი უკვე უსიტყვოდაც მესმის. მადლობელი ვარ ასეთი სითბოსთვის, იცოდე რომ ყველაფერი უკეთესად იქნება )

 


№4  offline წევრი sweetgirl

sheudzlebelia sheni siaxle amomigdos,ar shemovide da ar wavikitxo,vici rom saswauli damxvdeba❤️❤️❤️Da imdenad momwons sheni leqsebi sheudzlebelia komentaris gareshe davtovo :d dzalian nicheri xar ❣️❣️❣️

 


№5  offline მოდერი bla.ell

ეს ჩემი ძველის ძველი პოეტი ლაზაზოოოაააblushჩემი ძმა და მეგობარიjoyმე არ მევისპეეე...ნუ ლაზაზო შენზე უარეს მდგომარეობაში ვარ არ გამოდიან ეს მუზები და პაექრობასაც მიშლიან,ამიტომ ამ მცირედი კომენტარით გეუბნები რომ უკარგესად წერ❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

MariamChiokadze
sheudzlebelia sheni siaxle amomigdos,ar shemovide da ar wavikitxo,vici rom saswauli damxvdeba❤️❤️❤️Da imdenad momwons sheni leqsebi sheudzlebelia komentaris gareshe davtovo :d dzalian nicheri xar ❣️❣️❣️


გაიხარე, გენაცვალე, უღრმესი მადლობა, heart_eyes ჰაიმეე, თავში არ ამივარდეს laughing

bla.ell
ეს ჩემი ძველის ძველი პოეტი ლაზაზოოოაააblushჩემი ძმა და მეგობარიjoyმე არ მევისპეეე...ნუ ლაზაზო შენზე უარეს მდგომარეობაში ვარ არ გამოდიან ეს მუზები და პაექრობასაც მიშლიან,ამიტომ ამ მცირედი კომენტარით გეუბნები რომ უკარგესად წერ❤


არა უშავს, ოქროსთმიანო, პატალასგან პატალა კომენტალი რა საწყენია? smile heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

როგორც ყოველთვის ❤️
უნიჭიერესი ხარ.
მიხარია შენი აქტიურობა.
და ველოდები შენგან ბეევრ ლექსებს ლაზაზო ❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი უცნაური მე
როგორც ყოველთვის ❤️
უნიჭიერესი ხარ.
მიხარია შენი აქტიურობა.
და ველოდები შენგან ბეევრ ლექსებს ლაზაზო ❤️


დიდი მადლობა.
არ გაგაწბილებ.
ლექსები ბევრი დაიწერება kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent