დავიღალე
მე არ ვიცი თუ რა დავწერო მაგრამ ვიცი რომ წერა მწადია საშინელ უფსკრულში მე ვიჩეხები და მე ამოსვლა არ შემიძლია ბოლო დროს უკვე სინათლე ჩაქვრა და უკუნითი სიბნელე დადგა არ შემიძლია მე გაღიმება თუ კი ვიცი რომ ოდეს ის წავა ყოველთვის უკან მე არ გავყვები ოდესმე მაინც ძირს დავვარდები დაღლილ დაქანცულ ფეხებს ვერ ავწევ და უკან ვეღარ გავეკიდები ყოველთვის მუდამ მას არ ესმოდა თუკი რას გრძობდა ეს ჩემი გული თუ რა უნდოდა რომ მას მიეღო მხოლოდ და მხოლოდ ის სიყვარული სიყვარული რომელიც მარად იმყოფებოდა ამ ორს შუაში მძლავრი მტკიცე შეუპოვარი და არა ბნელით გარშემორტყმული ნუთუ წყევლაა ეს ჩევნი ბედი ან განგებაა, ასე ვუწოდო? მე დავიღალე ამაზე ფიქრით ხომ შეიძლება რომ დავისვენო უკვე მბეზრდება ეს ყოველივე ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება თუ რას გადაწყვეტს ის სანატრელი და რას მიამბობს უკანასკნელად მოლოდინები მართლა არამაქვს უბრლაოდ წაგება არ შემიძლია არ შემიძლია მე სახლში დავჯდე და ვთქვა რომ ეს დასასრულია ამასთან ერთად მე ვარ ძლიერი მე არ გავტყდები არ დავეცემი მე გავაგრძელებ ამ ჩემს ცხოვრებას იქამდის სანამ არ მოვბეზრდები და წიხლს არ მიკრავს უკუნისამდე სადაც მგონი რომ დავიკარგები? არვინ მოისმენს ამ ჩემს ნაწერებს რომლებსაც ჩემს ლექსებს უკვე ვეძახი არვინ მოისმენს გააკრიტიკებს ასე უბრალოდ დავიკარგები და მე არ მინდა ოდეს ეს მოხდეს მარადისობა მე ძლიერ მინდა უთვალავ წლებით უნდა ვიცხოვრო დასასრული ეს მე არ მინდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.