შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა...


30-10-2018, 12:22
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 682

რა?!
იქნებ შეწყვიტო ღვინის სმა..
იქნებ შეგეძლოს იმის თქმა,
ჰო, ჩემო ჯადო თილისმავ..
რომ..
ჩვენ..
ვეღარ ვიქნებით ერთად ჩვენ,
მოვენატრები დედაშენს,
ბედი არაფერს შეგვარჩენს,
და მარტოობას შეგვაჩვევს,
ჩვენ..
დიახ ორივეს,
მე და შენ,
ახლა უცხოთ,
და მაშინ ჩვენ,
ბედი არაფერს შეგვარჩენს,
გამოგვიტანენ განაჩენს,
ზეცა გადაწყვეტს დანარჩენს
რა?!
მე შენ მიყვარდი..
აი რა..
ათამაშდება დაირა,
მოახლოებულ ბაირამს,
და მზემილეულ მაიამს,
მე..
მარტო შევხვდები ყველას მე,
ო, როგორ მინდა ელავდე,
ცაო.. ჰო, მინდა ელავდე..
რომ ზღვაზე მეტად ღელავდე,
და რომ არ არის ჯერ ადრე..
ეს..
ჰო..ტყუილია უკვე ეს,
რომ გვიანაა უკვე დღეს,
რომ რაც სასწორზე უკვე დევს,
სხვისია.
და რომ ის წმინდა მისია
ჩვენ რომ ავიღეთ ნისიად,
მე ვერ ვიქნები მესია,
რადგან ასეთი წესია..
შენ..
შენ თამაშიდან გახვედი,
მე გიპოვე და წახვედი,
მე კი მშვიდი და თავხედი,
მე, გზას გითმობდი,
შენ..
მართლაც და
რა?!
აღარ ღირს გრძნობის გადაღვრა,
ვერ ავფრინდები აწ მაღლა
დამჩემდა ხშირი გადაღლა,
მელოდებინ იქ..
დაბლა..
რა?!
გარდაიცვალა ძმებო, რა!
სარკოფაგში წევს.. მერე რა?!
ჩვენ რას გვიშლიდა ემღერა,
ნუთუ სიკვდილი ეწერა?!
როგორ მინდოდა მემღერა..
დღეს..
დღეს..
დღეს..
ვერ ამოვიღებ ხმას ვერც დღეს,
არას წააგებს ვინც არ დებს,
ვიღაც მოგებულს ანაღდებს,
ვიღაც დაითვლის ქაღალდებს,
შენ..
გამოიღვიძებ დაღლილი,
ემოციისგან დაცლილი,
აღარ გადარდებს განცდილი,
კვლავ რომ შეგეძლოს გამცვლიდი,
მე...

Person Of Interest Soundtrack - Sinnerman

როცა ვეღარ ჩერდები..



№1 სტუმარი სტუმარი Lea

შენს წინაშე ყველა სიტყვა მეუბრალოება! ისე მომეწონა, ისე მელოდიურად იკითხება, გულამდე აღწევს და "გწამლავს" მადლობა ამ შეგრძნებებისთვის. მე დავაავადდი შენით და უარს ვაცხადებ მკურნალობაზე))

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

ძალიან მომეწონა,გულზე მომხვდა რაღაცნაირად... სასიამოვნო წასაკითხია....

 


№3  offline წევრი luana

ყველანი დაავადებულნი ვართ ლაზარეთიი ????????????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

ლაზარეს გამოჩენა ყოველთვის გულს უხარია ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი უცნაური მე
ლაზარეს გამოჩენა ყოველთვის გულს უხარია ❤️


ლაზარეს კიდე თავისი მკითხველი უყვარს (ბევრი გული)

 


№6  offline წევრი უიღბლო

ეიი რამაგარი იყო <33 ყოჩაღღ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უიღბლო
ეიი რამაგარი იყო <33 ყოჩაღღ <3


მადლობა დიდი.. გაიხარე )

 


№8 სტუმარი San che

Vkitxulob da iseti shegrdzneba mrcheba titqos yvelaleri nacnobia, titqos es yvelaperi gadamxda da aqamde ver gamiazrebia rom am yvelapris leqsad dawera yopila shesadzlebeli. Kargia, magram ver getyvi mesiamovna wakitxva to, radgan zedmetad maxsenebs warsuls, machvenebs mdzime jerkide miugebel momavals

[quote=San che]Vkitxulob da iseti shegrdzneba mrcheba titqos yvelaleri nacnobia, titqos es yvelaperi gadamxda da aqamde ver gamiazrebia rom am yvelapris leqsad dawera yopila shesadzlebeli. Kargia, magram ver getyvi mesiamovna wakitxva to, radgan zedmetad maxsenebs warsuls, machvenebs mdzime jerkide miugebel momavals

 


№9 სტუმარი კსჯსსჯ

მე არ გინდოდი?

 


№10  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

კსჯსსჯ
მე არ გინდოდი?


და შენ გინდოდი? არა მგონია. ნანდაურისგან არ მიდიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent