შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,რა, - მზეს"


10-11-2018, 10:13
ნანახია 2 029

(გარს ეფინებოდა უკვდავის წყალობა
სამკუთხა კლდეებში ქალ-დევთა სიცოცხლეს,
მაგრამ იქვე იყო ჩრდილ-სახა ხრწნადობა,
და თვით ვერ ყოფნიდა თავისვე სიმოკლეს...)

...ლოტოსთა სიმშვიდით აღსავსე დინება,
„ტანი“ს ასოთ რიცხვში გენს უწმენდს სინათლეს,
კა(-)ბადონს, ცით წვდება აისში დიდება,
აისი, მზით წვდება ლაჟვარდულ სილაღეს;

ცოცხალი ცოცხალში, სიონის პირიმზით
არის თვით ცხოვრება, რა,-მზესთან კა(-)ვშირი,
თუმც სეტ(-)ყვის, ქარბუქთან მზაკვრული წილისყრის,
არტყია დროება გამხრწნელად საშიში.

ამ დროს კი გარბიან მთვარის სხივ ტოტ(-)ებში
საუკუნეები წუთიერ სისწრაფით,
ნაბუქოს სიზმრიდან მკვდარ კერპის კოჭები,
ჯერ დგანან, თიხის და ფოლადის „სიმართლით“.

მხოლოდ ეკალ-ბარდი მტვრიან სიმარტოვით,
კვლავ კაწრავს სარკოფაგს ცოცხალ ცეცხ(-)ლის სახლში
და თვით ბოროტების ბნელი, ,,ის" ბატონი,
დაძრწის მაინც შიშით გვამთა ელიტაში,

რადგანაც მან იცის, ოდითგან უწყოდა
წრის ტანის ბოლო რომ თავშია შერწყმული
(ოდესღაც სინათლემ, მზესვე გაუწოდა
რა,-მზეს(-)თან, მზე,-რა(-)თი, მეფობა, ცხებული)...

- თეთრი მდუმარებით, თეთრი პირამიდა
უდაბნოს ერთვოდა სიცოცხლედ სიკვდილში,
იდგა ანუბისი, ფერფლით მტირალი და
იცავდა აკლდამას მუხლ-მოყრილ სინდისში;

ქვიშის გორაკებთან ღმუოდნენ ჩრდილები,
ნაცარს უწყევლიდნენ საკუთარ სისუსტეს
აისს ემსხვრეოდნენ ჯარები ჩრჩილების,
ვერ ეგუებოდნენ ლპობაში სიჩუმეს.

და ტოლი ფერდების სამკუთხა კლდეები
ვარიაციებად, სიმბოლოდ კვლავ აღდგნენ,
გაპირველქმნადებად გათლილი დღეები,
სხეულში აწონილ ლოდებად აღაპყრეს.



აღწერაში არ დაეტია და აქ დავამატებ ცოტაოდენ განმარტებას: ტანოს ასოთ რიცხვთა ჯამი - 46 (ქრომოსომა იგულისხმება) კა - სიცოხლის ენერგია (ეგვპტ) ლი - ცხოველქმედითი ცეცხლი (ძვ. ქართ) ასევე ბოლოში სტრიქონებში ნათქვამი სიტყვა ლოდი - ბიბლიაში ნახსენები ფრაზა ,,ლოდი რომელიც დაიწუნეს მშენებელთა" სიმბოლურქდ მიიჩნევა საქართველოდ. პირამიდები და ბორცვები - ეგვიპტურ მითოლოგიაში პირამიდები არის სიმბოლო პირველქმნილი სიცოცხლის ბორცვების სიმბოლო, სწორედ ამ სიცოცხლეში კრძალავდნენ მზის შვილებად წოდებულ გარდაცვლილ ფარაონებს.

პ.ს. ამ თემაზე კიდევ დავდებ სხვა ლექსებსაც და შესაძლოა ისტორიაც გამვათავსო.

 


№2  offline წევრი luana

როგორიი საინტერესო და ლამაზია ❤️ გააგრძელე აუცილებლად, გელოდები ❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

შესანიშნავია. დიდი ხანია ეგვიპტოლოგს აღარ შევხვედრივარ innocent

 


ეგვიპტოლოგობამდე ცოტა მიკლია :D გაიხარე ლაზარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent