შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქართველი ვიყავ ოდესღაც

10-11-2018, 18:07
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 506

სისხლისმღვრელი ომი იყო
თუ ეწოდოს ამას ომი,
სად ორმოცი მოდიოდა
იქ ხვდებოდა მხოლოდ ორი
ლომს ჯობნიდნენ ქართველები,
მტერი აღარ ინახვოდა
გაჰყვიროდნენ აღელვებით,
მომხდური ღმერთს ეძახოდა..
გამარჯვება ახლოს იყო,
მოდიოდა სისხლის ღვარი,
რომ გამოჩნდა შორი გზიდან
მტრის მაშველი და მდევარი,
წინა ხაზი მოარღვიეს,
თვით ფოლადის გულიც გაცვდა,
დამარცხებამ არ დაუწყო
ყოვლისმომსვრელ სიკვდილს დაცდა
მხოლოდ ერთი სხვების ზურგში
უკუქცევის დასაცავათ,
ირჯებოდა დემონივით,
თვისი ძმების დასაცავად.
ოთხი მოხვდა ქეიბური,
ვინღა თვლიდა ტანზე ისარს,
ბრძანა ღმერთმა, თვით სიკვდილი
გაჩერდა და მიწა იძრა,
ვერ გასცილდა მტერი იმ ერთს
საღამომდე ჰყეფდა ხმალი,
სანამ მთელი აღარ შერჩა
პერანგის ქვეშ ერთი ძვალიც..
წამოიქცა გონმიხდილი,
მოსაკლავად შეეზარათ,
მიატოვეს სპარსთა იქვე,
დამარხვაც კი დაეზარათ..
აღარ დარჩა სიახლოვეს
გმირი სისხლის მაძებარი,
და ქართველთა ასაკლებად
გაემართა მადევარი....

საღამო ხანს, ნისლი იყო,
მხცითმოსილი ზორბა გლეხი,
შვილს გვამს რომ ეძიებდა,
ამ დალოცვილს გაჰკრა ფეხი,
გააოცა ფეთქვამ გულის,
უფალს მადლი გადუხადა,
ერთა ვაჟის გვამთან ერთად,
სამადლო არ გაუხადა,
მოძღვარი და დასვენება,
წაიყვანა ისიც სახლში,
ერთიანად დაცხრილული
თუმც ბოდავდა თურმე გზაში..

ჟამთააღმწერელი მინაწერი

მზე ჩაიკარგა ქვიშაში
ისევ დაობლდნენ ქვიშანი
ბედს გადმოეცა ნიშატში
ავი რამ ბედის ნიშანი

გულამღვრეული ავდექი
სხეულმა ვერ გაიხარა
დილითვე ცხადლივ მეჩვენა
დანით დაკლული წიქარა

შემოვიხვიე ქვეშაგი,
თვალს ჯერ ბურანი ეხურა,
ჩემს შემფარებელ დუქანში
ლავაშს აცხობდნენ მესხურად..

ანგელოზს მადლი ვუბოძე,
ღვინოთ დაწურულ ყურძნითა,
გამომეგება დიაცი
რვა თვის მოწეულ მუცლითა..

დავლოცე დედის მანდილი,
არც რა ვინდომე ხათრითა,
ნეტაი იმ ახალშობილს,
ამ ქვეყნის ცოდო-მადლითა.

ცხენი ავხსენი ფაცხაში
იქიდან წასვლა მეცადა,
ნეტავ კი წავსულიყავი,
ფიცი არ ეთქვათ ზეცადა..

მასპინძელთ ცხენი ამართვეს,
წამომეწივნენ შინიდან,
შე უგუნურო! რას შვრები!
ნუთუ სიკვდილი მოგინდა?!

თუ წახვალ, დაჭრილს მოგკლავენ,
ფერი არ გადევს სახითა,
მერე მე ვით ვიამაყო
გმირის პირისპირ ნახვითა..

დედამ ჩამომხსნა ხანჯარი,
შეხვეწნაც ვეღარ ვიკადრე,
ნეტავ კი მოვმკვდარიყავი
სანამ მნახავდნენ იქ.. ადრე..

ტყეში წავედით შეშისთვის,
ისე საამოდ გრილოდა,
რას მივხვდებოდით, ბედი თუ
ღალატის გზებით ვიდოდა..

ტყიდან შინ მობრუნებულებ
ცეცხლმა დაგვიწვა თვალები
ნახანძრალ სახლში ეყარნენ
ხმლით აჩეხილი ქალები..

გადეხსნა ხმლის პირს მუცელი
სვეუბედური დედისა,
ასე მიეზღო მასპინძელს,
გმირის დაფარვა მდევრისგან...

№1 სტუმარი სტუმარი Lea

რა არაჩვეულებრივი ხარ, ახლა ისეთი ამაყი ვარ როგორც არასდროს. ესაა ჩემთვის პატრიოტიზმის გამოხატულება და ქართული სისხლის ყივილი. მჯერა სანამ იქნებიან შენისთანა ახალგაზრდები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ისტორია და ის თუ "ვისი გორისანი ვართ" გადაშენება არ გვიწერია ქართველებს! მახარებს და მთელი გულით გგულშემატკივრობ ამ ახალ და მეტად მნიშვნელოვან წამოწყებაში. წარმატებები შენ და მათ ვინც პროექტში ჩაერთვება. მე კი ჩემი მხრივ რითაც შევძლებ თქვენს გვერდით ვიქნები!))

№2 სტუმარი Ajahah

მიყვარხარ ტკბილო

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი Lea
რა არაჩვეულებრივი ხარ, ახლა ისეთი ამაყი ვარ როგორც არასდროს. ესაა ჩემთვის პატრიოტიზმის გამოხატულება და ქართული სისხლის ყივილი. მჯერა სანამ იქნებიან შენისთანა ახალგაზრდები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ისტორია და ის თუ "ვისი გორისანი ვართ" გადაშენება არ გვიწერია ქართველებს! მახარებს და მთელი გულით გგულშემატკივრობ ამ ახალ და მეტად მნიშვნელოვან წამოწყებაში. წარმატებები შენ და მათ ვინც პროექტში ჩაერთვება. მე კი ჩემი მხრივ რითაც შევძლებ თქვენს გვერდით ვიქნები!))

სანამ შენისთანა ქართველი ქალები დაგველოდებიან, არც ჩემისთანა ქართველი ახალგაზრდები დაილევიან blush დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მე მჯერა რომ ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს heart_eyes

№4  offline წევრი luana

როგორ მიყვარხარ ❤️ საუკეთესო ხარ ❤️ სულ სულ წარმატებები ყველა წამოწყებაში ❤️

წარმატებები <3 ძალიან ორიგინალური და საინტერესო წამოწყებაა, რაც მთავარია ღირებული

№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Ajahah
მიყვარხარ ტკბილო

მეც მიყვარხარ, იდუმალო და გემრიელო laughing ვეცდები გემო არ გავიფუჭო smiley

luana
როგორ მიყვარხარ ❤️ საუკეთესო ხარ ❤️ სულ სულ წარმატებები ყველა წამოწყებაში ❤️

გაიხარე, გენაცვალე, ამდენ გოგოებში რა მომკლავს, წარმატებული ვიქნები, მაშ რა ვიქნები, სულ ლამაზმანებს თუ ვეყვარები heart_eyes

უცნაური მე
ყოჩაღ ლაზარე!
წარმატებები მინდა გისურვო და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ბევრი დაინტრესდება ამ არაჩვეულებრივი პროექტით.

დიდი მადლობა. ვიმედოვნებ რომ ასეა. მიმაჩნია რომ დროა შოთამ პოეზიის გვირგვინი ჩვენ დაგვილოცოს blush რაკი 1258 სტროფიანი პოემის ავტორი უკვე ვარ, ვფიქრობ არც 5000 სტროფია არარეალური. ეს ზომა გაიზრდება მსურველთა პროპორციულად blush
ამაყი ვარ რომ ქართველ ქალს ასე უყვარს ისტორია heart_eyes

გიორგი გვალია
წარმატებები <3 ძალიან ორიგინალური და საინტერესო წამოწყებაა, რაც მთავარია ღირებული

დიდი მადლობა blush სხვათა შორის შენს ლექსებს გავეცანი, ორიგინალურობა არც მათ აკლია blush

№7  offline წევრი sweetgirl

გასაოცარი ხარ❤️❤️❤️❤️ერთმანეთზე უკეთეს ლექსებს დებ ❤️❤️❤️

№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

MariamChiokadze
გასაოცარი ხარ❤️❤️❤️❤️ერთმანეთზე უკეთეს ლექსებს დებ ❤️❤️❤️

აბა რა გითხრა, მეც გაოცებული ვარ

№9  offline მოდერი bla.ell

კარგი რა ლაზაზო ეგეთები სკოლაში არ მყოფნიდა ახლა შენ დაიწყე რა დავაშავე:დდ დავიღალე ეგეთი პოეტების ლანძღვაში პრიფრაზი რომუნდა ყველაფერს,შარი არმოსდო შემდეგ თაობას შენც და რომ მოკვდები შენი ლექსებიც არ აიტაცონ და მერე სკოლის მოსწავლეებმა არ გატრიალონ საფლავში...დაფიქრდი კარგად და ისე გადაწყვოტე:დდ...აუ კაი რა ლაზაზო მე მირჩევნია ისეთი ლექსები წერო მე რომ მიყვარს:დდდ ისტორიას თხრობითაც ვსწავლობთ და ვინც არ სწავლობს არც ლექსებით ისწავლის:დდ

არა განა ცუდად კიარ წერ მარა კარგად რო წერ მაგიტო არმინდა რო ამ ენის გასატეხებში ხარჯო შენი მუზები:///❤

№10  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell

მარტო იმიტომ დავწერ რომ შენ გაწამო laughing სხვა დროს ეგეთი კომენტარი რო აღარ დამანახო laughing laughing laughing

№11  offline მოდერი bla.ell

მაშინ ამასთან ერთად ჩვეულებრივი შენებური ლექსებიც დადეხოლმე რა არმომანატრო:დდდ

№12  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
მაშინ ამასთან ერთად ჩვეულებრივი შენებური ლექსებიც დადეხოლმე რა არმომანატრო:დდდ

აბა ჩემ ოქროსკულულა გოგოს ლექსებს დავანატრულებ? იმას აქ რა დადებს ჯერ, სანამ დაიწერება laughing

№13  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
bla.ell
მაშინ ამასთან ერთად ჩვეულებრივი შენებური ლექსებიც დადეხოლმე რა არმომანატრო:დდდ

აბა ჩემ ოქროსკულულა გოგოს ლექსებს დავანატრულებ? იმას აქ რა დადებს ჯერ, სანამ დაიწერება laughing

უმეე ჩემი კეთილი და საყვარელი პოეტი:დდ არ უნდა მომანატრო დიახაც ხომიცი წლებია შსნს ლექსებს ვკითხულობ:დდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent